• რეკლამა
  • კონტაქტი
06:21, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფაუჩმა 51 დღის შემდეგ გაიმეორა თენგიზ ცერცვაძის ნათქვამი “რემდესივირზე” – 9 მარტის ექსკლუზივი

ალია ავტორი - ალია
16:50 04-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

29 აპრილს, ამერიკის მთავარმა ექიმმა დოქტორმა ფაუჩიმ “რემდესივირზე” ისაუბრა და თქვა, რომ მას შეუძლია ვირუსის გავრცელების შეჩერება.

9 მარტს, საქართველოს მთავარი ექიმი, თენგიზ ცერცვაძე “ალიასთან” ინტერვიუში პირველად საუბრობს ხმამაღლა რემდესივირზე და ამბობს – “რემდესივირი” ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას.

ისე გამოვიდა, რომ დოქტორმა ფაუჩმა 51 დღის მერე გაიმეორე ქართველი ექიმის სიტყვები.

არადა, სანამ ბატონი თენგიზი ინტერვიუს მოგვცემდა, მანამდე ჩინელ კოლეგებს ესაუბრა, მანამდე დააკვირდა პრეპარატის მოქმედებას, მანამდე გამოიკვლია, ვისი პრეპარატი იყო და როგორ მუშაობდა – ესე იგი, ცხრა მარტზე ბევრად ადრე დაიწყო ამ მედიკამენტის ავ-კარგიანობაზე მუშაობა.

9 მარტი, “ალია”, თენგიზ ცერცვაძესთან ინტერვიუს ნაწილი:

 -გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური იყოს შიდსისა და ცე ჰეპატიტის მედიკამენტები, რამდენად სწორი ინფორმაციაა და აპირებთ თუ არა თქვენც გამოყენებას?


– კი, ჩინეთში 5-6 ასეთ წამალს ცდიან, მათ შორის, მედიკამენტს რემდესივირი – ეს მედიკამენტი თავის დროზე ებოლას ვირუსის საწინააღმდეგოდ გააკეთეს, მაგრამ ებოლაზე კარგად არ იმუშავა, ესეც არის სწორედ იმ კომპანიის, რომელიც ცე ჰეპატიტის სამკურნალო წამლებს გვაწვდის და მათი პრეპარატი რემდესივირი ახლა იცდება კორონავირუსის შემთხვევაში.


–  ჩვენთანაც?


– არა, ეს იცდება იქ, სადაც ათეულ ათასობით ავადმყოფია, მხოლოდ ჩინეთში იცდება, ჩინელმა ექიმებმა გითხრეს, რომ შიდსისა და ცე ჰეპატიტის ზოგი მედიკამენტი, თითქოს დამაიმედებელია, მაგრამ ჯერ არა აქვთ ისეთი შედეგი, რომ ამერიკის წამლებისა და პროდუქტების საგენტოს – სდა-ს მიერ ოფიციალურად დარეგისტრირდეს, როგორც კორონავირუსის წამალი – ასეთი დამაჯერებელი შედეგები ჯერ ვერ მოიპოვეს.

ვარაუდობენ, რომ ეს წამალი ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ექიმის გარეშე, კატეგორიულად არ უნდა ვეცადოთ ამ მედიკამენტების მიღება. მსუბუქ შემთხვევებს ეს საერთოდ არ სჭირდება, მძიმე შემთხვევებში, თუ ჩავთვლით რომ მათი გამოყენება მიზანშეწონილია, ჩვენ ეს მედიკამენტები გვაქვს, აი, რემდესივირის გარდა, სხვა ყველა წამალი გვაქვს, იმიტომ რომ ზოგი შიდსისაა, ზოგი ცე ჰეპატიტის და თუ ჩავთვალეთ რომ სტანდარტული მკურნალობით, ანტიბიოტიკებით, გადასხმებით, ჟანგბადის მიწოდებით ვერ მოვერიეთ დაავადებას, ჩვენ ამ წამლებს გამოვიყენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არ არის რეკომენდირებული.”

ხოდა, დღეს ყველა რომ ფაუჩზე ალაპარაკდა და სულ დიდი მეცნიერი ეძახეს, თებერვალში რომ დაეწყო დოქტორ ფაუჩს ქართველი ექიმებივით მედიკამენტების მოძიება და კვლევა – 9 მარტს ვერ იტყოდა და ბატონ თენგიზს ვერ დაასწრებდა, მაგრამ იქნება 19 მარტს მაინც ეთქვა, ან 29 მარტს და არა 29 აპრილს.

დღეს ქალბატონმა მარინა ეზუგბაიამ რომ თქვა – არ გვაქვს “რემდესივირი” და როგორ გამოვიყენოთო – აი, ამაზე უნდა ჰქონოდა პასუხი სახელმწიფოს, რატომ არ გვაქვს მედიკამენტი, რომელიც ჩვენმა ექიმებმა 9 მარტს დაასახელეს – თორემ, ფაუჩმა რომ 51 დღის მერე გაიმეორა ქართველი ექიმის სიტყვები, ეგ დიდი ვერაფერი თავის მოსაწონი ამბავია, დამიჯერეთ.

“შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო” – ასე ხდება ხოლმე.

ხო კიდევ, პირი აიქაფეს ზოგიერთებმა, ყველაფერს ბატონ თენგიზს ვეკითხებითო – კი, მჯერა, რომ ეკითხებით, მაგრამ ითვალისწინებთ? ეკითხებით, მაგრამ, აფასებთ?

არ დაიწყოთ ახლა ზღაპრები მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებზე, ისიც გვახსოვს, ამაყად რომ განაცხადეთ, ზოგი რეკომენდაცია ჩვენ შევცვალეთ და გაამართლაო და ისიც გვახსოვს, ჯანმომ რომ თქვა, ყველა ქვეყანამ თავად შეიმუშავოს რეკომენდაციაო.

არც ის დაგვიწყებია, სულ ცოტა ხნის წინ, შენობიდან რომ ყრიდით ინფექციურის ექიებს… მართალია, კი ამბობთ ახლა, მივცემთ შენობასო – მაგრამ, სანამ არ დავინახავთ, არ გვჯერა.

გვაქვს უნდობლობის მიზეზი, აგერ, დიდი მეცნიერი გახდა ქართველებისთვის ფაუჩი, რომელმაც 51 დღის მერე გაიმეორა ქართველი ექიმის სიტყვები და სად არის გარანტია, რომ ინფექციური საავადმყოფო პანდემიის მერე ისევ არ დაგავიწყდებათ?

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved