ყოფილი დეპუტატი, რევაზ კემულარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბოლო დღეები ხშირად ვაწყდები ისეთ სტატუსებს, სადაც ღვარძლით და ქილიკით საუბრობენ დევნილებზე. სანამდე მათი დევნილობა, არ დასრულდა ამათი დევნილობა, რატომ აძლევენ დევნილების შვილებს თუ შვილიშვილებს დევნილის სტატუსს და დროა უკვე დასრულდეს ეს ყველაფერიო.. გამოხტებიან კრაზანასავით და იკბინებიან…
არ ვიცი ტროლები არიან, რუსისტები, მოღალატეები თუ პუტჩისტები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ასეთ ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ თანადგომის უნარი, სახელმწიფოებრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა.
ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ აფხაზეთის თემა მივიწყებულია და როგორც ცენტრალური ხელისუფლება ისე აფხაზეთის ხელისუფლება, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ და პოლიტიკა, საშინაო თუ საგარეო, გაიხადეს საკუთარი კერძო ინტერესების დამცავ მექანიზმად…
დავით ფაცაციამ დევნილებთან შეხვედრისას, ერთ-ერთ დევნილს გაბრაზებულმა უთხრა, – შენობით ნუ მელაპარაკებითო და უფრო აუწია გონორს…
ალბათ ის იგულისხმა, ბატონობით მომართეთო, ჰგონია რომ დევნილები მისი ყმები არიან…
ერს და ქვეყანას ბევრი რამე უნახავს და მალე იმასაც დაინახავს, თუ როგორ გაგაძუნძულებენ კაბინეტებიდან მედროვეებს.
ყველა დევნილს ვუსურვებ გამძლეობას, მხნეობას და სიმართლის და სამართლიანობის პოვნას.
ერთად მეგობრებო!!!”
შეგახსენებთ, დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი და ირაკლი კობახიძის დის ქმარია.
კომენტარები