პოლიტოლოგი, ლელა ჯეჯელავა:
წუხელ გვიან მეგობარმა მითხრა, რომ ათენში აკროპოლისის ფონზე რუბიოს გამოსვლისთვის მომესმინა. დღეს ვნახე და ძალიან ინანებთ თქვენც თუ არ ნახავთ . მთელი სურათი დადო რა ხდება დღეს , რა არის ორიენტირი თანამედროვე კაცობრიობის განვითარების. საინტერესოა, რომ რუბიო ახსენებს თიმოსს: ” თიმოსი ვნების, ძალის , სიმამაცის და სიამაყის ცეცხლი- დიდი ცივილიზაციის გულია” მას შემდეგ რაც ამერიკა ძველი საბერძნეთის მემკვიდრედ გამოაცხადა,გააკრიტიკა თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია და თქვა რომ ” თუ საზოგადოება მუდმივად ცდილობს რისკის, მარცხის, კონკურენციისა და უთანასწორო შედეგების თავიდან აცილებას, ის საბოლოოდ კარგავს დიდ მიზნებზე სწრაფვის უნარს.” ერთი სიტყვით, მის გამოსვლაში ძალიან ბევრი საინტერესო პასაჟი იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა “Тише воды, ниже травы.” , რომ სრულიად უნაყოფოა , ეს გადასარევად იკითხებოდა. რამდენიმე დღის წინ სომხეთში გამართულ ეროვნულPrayer breakfast ზე ფაშინიანის გამოსვლის ტექსტი სადაც სომხეთის განვითარების პერსპექტივებზე იყო საუბარი, სრულ უნისონშია რუბიოს მიერ წარმოჩენილ ახალი სამყაროს კონტურებთან. ჩვენ? ჩვენ იმას ვარკვევთ სიატემის წარმამომადგენლები თითით ძალადობენ ახალგაზრდა თაობაზე, თუ პირდაპირ შარვლებს იხდიან. როგორც კობახიძე ამტკიცებს, ბიძინას სურვილია ასეთი საქართველო აქ და ახლაო.











კომენტარები