• რეკლამა
  • კონტაქტი
21:04, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფაშინიანი: გარეგინ II თუ ნებაყოფლობით არ წავა, სამწყსო გაიყვანს” – ფაშინიანი

ალია ავტორი - ალია
15:40 06-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, პატრიარქ-კათალიკოსი, გარეგინ II თუ ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს. ამის შესახებ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

“რა უფლება აქვს ჯგუფს, რომელმაც  უქორწინებლობის აღთქმა დაარღვია და იესო ქრისტეს უღალატა, ისაუბროს სამართლიანობასა და სანდოობაზე? ამ ჯგუფს არ აქვს უფლება, ეკლესიის სახელით ისაუბროს. ვინც დედაეკლესია შეურაცხყო, ტახტი უნდა დატოვოს. თუ ის ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს”. – წერს ფაშინიანი.

გუშინ, სომხეთში საპროტესტო მოძრაობა “წმინდა ბრძოლის” ლიდერი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშის თანახმად, მოძრაობა “წმინდა ბრძოლის” ლიდერს ბრალი ედება ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.

30 მაისიდან მოყოლებული კი ფაშინიანმა Facebook-ზე არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც იგი სომხეთის პატრიარქ-კათალიკოსს, გარეგინ II-ეს, უქორწინებლობის აღთქმის დარღვევაში სდებდა ბრალს და მას საეკლესიო სამსახურის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

“წმინდა ეჯმიაწინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა გარკვევით უნდა უპასუხოს კითხვას, დაარღვია თუ არა გარეგინ II-მ უქორწინებლობის აღთქმა და ჰყავს თუ არა მას შვილი? კითხვაზე პასუხი დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს,” წერდა სომხეთის პრემიერი ერთ-ერთ პოსტში. 

8 ივნისს გავრცელებულ პოსტში კი ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეკლესია, ისევე როგორც სახელმწიფო, ხალხს ეკუთვნის და დაამატა, რომ “ეკლესია ხალხს უნდა დაუბრუნდეს”.

“სახელმწიფო (ხელისუფლება) ხალხს ეკუთვნის. ეკლესია ხალხს ეკუთვნის. ჩვენ სახელმწიფო (ხელისუფლება) ხალხს დავუბრუნეთ. ეკლესიაც უნდა დავუბრუნოთ ხალხს.” – დაწერა მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved