• რეკლამა
  • კონტაქტი
02:04, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ის დაშვებაც გავაკეთოთ, რომ ფასების ზრდა დაუსრულებლად არ გაგრძელდება, რაღაც დონეზე გაჩერდება – კობა გვენეტაძე

ალია ავტორი - ალია
15:40 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე:

“ეროვნული ბანკის მთავარი ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში ინფლაციის შესამცირებლად არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილების მიზანიც ის არის, რომ მიწოდების ფაქტორებით გამოწვეული მაღალი ინფლაცია არ გახანგრძლივდეს და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნება დროულად უზრუნველყოს. ასე რომ საკმაოდ აქტიური ვართ ამასთან დაკავშირებით. მონეტარულ პოლიტიკას გავლენა აქვს მხოლოდ მოთხოვნაზე და შეუძლებელია ამან მიწოდების ფაქტორებს წინააღმდეგობა გაუწიოს. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ არ ვაწარმოებთ ნავთობს და ამ ნავთობის ფასი 2.5-ჯერ იზრდება, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც ადგილობრივად ამ ნავთობის ფასების შემცირებას ან არგაზრდას გამოიწვევს.

ის გამოწვევები და სირთულეები, რომელიც პანდემიამ შექმნა, გავლენას ახდენს ინფლაციაზე. იყო ეკონომიკის ჩაკეტვები, რომელიც დღეს უფრო ნაკლებად ხდება, მაგრამ მოხდა. ამავე დროს, მოხდა მიწოდების ჯაჭვების რღვევა, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი და აქედან გამომდინარე, გაიზარდა ისეთი ხშირად მოხმარებადი საქონლის ფასი, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი. ეს ადგილობრივ ბაზარზეც აისახა და ამან გამოიწვია ფასების გაზრდა. ასეთ პირობებში, შეუძლებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ან რომელიმე ცენტრალურმა ბანკმა, საერთაშორისო ბაზარზე პანდემიით გამოწვეული დისბალანსი აღმოფხვრას და აქედან მომდინარე ინფლაციური შოკი ჩააქროს.

ის დაშვებაც უნდა გავაკეთოთ, რომ ფასების ზრდა დაუსრულებლად არ გაგრძელდება, რაღაც დონეზე აუცილებლად გაჩერდება და უკვე ამის შემდეგ, მისი ეფექტი იგივე თვიურ და წლიურ ინფლაციაში აისახება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2022 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. დიდი ალბათობით, რომ არა გამკაცრებული პოლიტიკა, დღეს ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა”.

თეგები: კობა გვენეტაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved