• რეკლამა
  • კონტაქტი
16:38, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფასების შემცირების ნაცვლად, აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა” – თაზო დათუნაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:36 09-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი  ლიდერი, თაზო დათუნაშვილი:

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად, საქართველოში აგვისტოს თვეში აბსოლუტურად ყველაფერი გაძვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, აგვისტოს თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5.6%-მდე გაიზარდა. „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ინტერესები არ აინტერესებს და არ ადარდებს. კორუფციაში ჩამხრჩვალი ხელისუფლება ოქროს ზოდებს ყიდულობს და სახლში ასაწყობებს. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ შიდა კრიმინალური „კლანები“ ერთმანეთთან პოლიტიკურ კანიბალიზმში შეჯიბრებით არიან დაკავებული და ამ ყველა სიბინძურეში ჩემი და ჩემი კოლეგების ჩათრევას ცდილობენ, საქართველოს მოსახლეობა აგვისტოს თვეშიც გაღარიბდა. აგვისტოს თვე ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის იმაზე გაუსაძლისი იყო, ვიდრე წინა თვეები.

სანამ „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს ოქროს ზოდებს უთვლიან და ათეულობით მილიონ დოლარის მოპარვაზე საუბრობენ, მოსახლეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის შეძენას ახერხებს. ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოველდღიურად ფუფუნების საგანი ხდება საწვავი, საქონლის ხორცი და ასე შემდეგ.

2026 წლის აგვისტოში 2025 წლის შესაბამის თვესთან შედარებით:

დიზელის საწვავი გაძვირდა – 39%;

ბენზინი – 23%;

ქათმის ხორცი – 15%;

ძროხის ხორცი – 18%;

თევზეული – 18%;

პური და პურპროდუქტები – 7%.

დღეს უკვე კიდევ ერთხელ და სრულიად ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტში შექმნილი ფასების კომისია, პრემიერ-მინისტრის განცხადებები, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება, ეს პროპაგანდისტული მიზნით შექმნილი ბიზნესთან დაპირისპირებები იყო აბსოლუტური ტყუილი, ფარსი შექმნილი იყო საქართველოს მოსახლეობის მოსატყუებლად.

„ლელო – ძლიერი საქართველო” უკვე თვეებია მოუწოდებს ხელისუფლებას, საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი ვითარებიდან, საქართველოში ინფლაციის უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეამციროს საწვავზე აქციზის გადასახადი, დააბრუნოს მინიმუმ 2017 წლის ზღვარზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადასახადი გააორმაგა. აქციზის შემცირება იმოქმედებს როგორც საწვავის ფასზე, ასევე აბსოლუტურად ყველა პროდუქციაზე, რომელსაც საწვავის მოხმარება სჭირდება. საქართველოს მოქალაქეები რეალურ შვებას ნახავენ. მაღალი ინფლაცია მოქალაქეების ყოველდღიურობას ფაქტობრივად კლავს. ამ ვითარებაში ქართველ პენსიონერებს მხოლოდ 20 ლარით მოემატათ პენსია, ხოლო მაღალჩინოსნებს და ჩინოვნიკებს ძალოვან სტრუქტურებში თუ სხვაგან ათასობით ლარით მოემატა ხელფასი.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველთვიურად დგას არჩევანის წინაშე, აირჩიოს საკვები, კომუნალური თუ სხვა სერვისები. ეს ვითარება ყოველთვიურად უფრო მძიმეა. ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის საწვავზე აქციზის შემცირება, მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოზიდვა და ათობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, რასაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არასდროს უწერია განხორციელება. ამას 14 წელია ვერ ვხედავთ. ირაკლი კობახიძე არის მატყუარა.

მან საქართველოს მოქალაქეები მოატყუა, როდესაც ნახევარ წელზე მეტია ფასების შემცირებას ჰპირდება. ირაკლი კობახიძემ ამ ტყუილისთვის პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს და საქართველოს მმართველობას მოშორდეს. როგორი მძიმეც არ უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიურობა პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად, „ძლიერი საქართველო“ არ შეწყვეტს ხალხის პრობლემებზე საუბარს და პრობლემების მხილებას. ამ პრობლემების მიზეზი და სათავე ერთია, მას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მოდელი ჰქვია, რომელიც დგას კორუფციაზე, ტყუილზე, ქართველების შეშინებასა და შევიწროებაზე”..

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved