• რეკლამა
  • კონტაქტი
06:28, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფარცხალაძე დაჯარიმდა” – როდის და როგორ დაჯარიმდა ფარცხალაძე?

ალია ავტორი - ალია
18:23 05-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

“ფარცხალაძემ დააშავა, დაჯარიმდა, ასეთი 9 ათასი ადამიანი დაჯარიმდა“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ კანონდარღვევას.

“ალია” – ბატონო პრემიერო, ფარცხალაძე ისე არ დაჯარიმებულა, როგორც დანარჩენი 8 999 999 ადამიანი, იგი დაჯარიმდა, როგორც ამბობთ და ალბათ, მართლაც დაჯარიმდა – მაგრამ, მას შემდეგ, რაც ვიდეო გავრცელდა, როგორ არღვევს კანონს. გარდა ამისა, ასეთი 9 ათასი ადამიანი დაჯარიმდაო, რომ გვეუბნებით, როგორი ასეთი? რით ჰგავს ის 8 999 999 ადამიანი ფარცხალაძეს? ერთნაირად გაუჭირდებათ 3 000 ლარის გადახდა? თუ ერთნაირად ჰქონდათ იმედი, რომ მათ არავინ დააჯარიმებდათ?

ისე, ძალიან საინტერესოა, მაინც როგორ დააჯარიმეთ ფარცხალაძე? მოვიდა და განაცხადა დავარღვიეო? გავრცელებულ ვიდეოს ექსპერტიზა ჩაუტარდა? საქმე აღიძრა? კიდევ დაარღვია და პატრულმა გააჩერა? თუ უბრალოდ, მიხვედით და მეგობრულად სთხოვეთ, დამაჯარიმებინე თავიო? – აი, როგორ გამოუწერეთ ჯარიმა და რის საფუძველზე, ძალიან საინტერესოა.

ბატონო პრემიერო, ჩვენ ვითხოვთ, რომ კანონი ყველასთავის იყოს ერთი – ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯერ კანონის გვერდის ავლით არ დავაჯარიმოთ და მერე ასევე კანონის გვერდის ავლით დავაჯარიმოთ. თორემ, ფარცხალაძეს ერთი ჯარიმაც კი უნდა ჰქონდეს შეიძლება გამოწერილი და ასიც. კითხვაა – როდის და რისთვის?

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ავტომობილით თავისუფლად გადაადგილდებოდა. ეს მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამო, მთავრობამ მანქანებით გადაადგილება აკრძალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved