ფართის მეპატრონე, რომელმაც ალტ-ინფოს წევრებს, ხულოში საოფისე ფართ დააცლევინა, წერს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მის ანგარიშზე მოქალაქეებმა, ერთ დღეში 3430 ლარი დარიცხეს.
ფართის მეპატრონე, რომელმაც ალტ-ინფოს წევრებს, ხულოში საოფისე ფართ დააცლევინა, წერს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მის ანგარიშზე მოქალაქეებმა, ერთ დღეში 3430 ლარი დარიცხეს.
დავით სოლომონიძის თქმით, გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ოფისის მიქირავებაზე, ხულოს მუნიციპალიტეტში დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიიღო.
როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ფართიდან გამეშვა ის ხალხი, ეს გავაკეთე იმიტომ, რომ არ მინდა ჩემს მუნიციპალიტეტში ვინმემ ვინმეზე იძალადოს და დააპირისპიროს ადამიანები ერთამენთს. ჩემთვის ფული არ ღირს იმად, რომ ხვალ ვინმემ მოღალატე მიწოდოს.
გუშინ ჩემს ანგარიშზე მესიჯები არ წყდებოდა. ერთ დღეში დამერიცხა 3430 ლარი, რაც ძალიან მეუხერხულება, მაგრამ ახლა მხოლოდ მადლობის გადახდა დამრჩენია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა არის ყველაზე ძლიერი იარაღი მტერთან საბრძოლველად.
მივიღე გადაწყვეტილება, შემოსული თანხიდან 1000 ლარი გადავრიცხო უკრაინელების დახმარების ფონდში.
მე არ ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო და გთხოვთ გამარკვიოთ.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც 1 ლარი დარიცხეთ,-წერს, დავით სოლომონიძე.
Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები