• რეკლამა
  • კონტაქტი
23:45, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ფაქტობრივად, ირანი დავამარცხეთ” – ტრამპი

ალია ავტორი - ალია
13:38 03-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან კონტაქტზეა, თუმცა ეჭვი გამოთქვა, რომ თეირანი მზად იყოს კონფლიქტის დასასრულებლად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.

„ჩემი აზრით, ჩვენ, ფაქტობრივად, დავამარცხეთ ირანი. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ მცირედი წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ დიდად არა. როგორც იცით, გავანადგურეთ მათი საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი, მათი საჰაერო თავდაცვა. მათ საერთოდ არ აქვთ საჰაერო თავდაცვა. ჩვენ მათი ხელმძღვანელობაც მოვიშორეთ ორჯერ თუ სამჯერ, შესაძლოა, სამჯერაც. ამას მალე გავიგებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს მოლაპარაკება სურს, თუმცა ტრამპი მიიჩნევს, რომ თეირანი ამისთვის ჯერ მზად არ არის.

„მათ მოლაპარაკება სურთ, ძალიან სურთ. არა მგონია, ამ დროისთვის მზად იყვნენ. მათ ძალიან სურთ მოლაპარაკება, ისე როგორც საჭიროა, მაგრამ არ მგონია, მზად იყვნენ იმისთვის, რაც უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რაღაც მომენტში მზად იქნებიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ირანს მცირე „საცეცხლე ძალა“ აქვს დარჩენილი.

„მათი რაკეტების რაოდენობა, როგორც ხედავთ, ძალიან ცოტაა. იცით რატომ? მათ ამდენი რაკეტა არ აქვთ. ვინაიდან მათი წარმოების შესაძლებლობები გავანადგურეთ, დრონების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა, დაახლოებით 20%-მდე, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩათ. ისინი საკმაოდ ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ მათ ვურტყამთ. ვურტყამთ ადგილებს, სადაც დრონებს აწარმოებენ. ვფიქრობთ, ვიცით, უმეტესობა სად არის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ არ იცის, საერთოდ სურს თუ არა ირანთან შეთანხმების დადება.

თეგები: დონალდ ტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved