• რეკლამა
  • კონტაქტი
20:33, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფაქტია, ამ ადამიანს ჰკლავდნენ. რა მნიშვნელობა აქვს, თავად მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება თუ ესროლეს – ხაბეიშვილი რიჟვაძეზე

ალია ავტორი - ალია
14:20 07-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,093

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე დუმს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მომხდარში სწორედ “ოცნებაა” გარეული, რომელსაც მათი თქმით, ფაქტების გასაჯაროება არ სურს.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მომხდარიდან ერთი კვირის თავზეც ამ ბუნდოვანებით მოცულ საქმეზე კითხვებზე პასუხები არ არსებობს.

ერთი კვირა გავიდა თითქმის და არანაირი პასუხი რიჟვაძის თითმკვლეობაზე, თუ ესროლეს, მკვლელობაზე, პასუხი არ არსებობს. ფაქტია, ამ ადამიანს ჰკლავდნენ. რა მნიშვნელობა აქვს, თავად მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება თუ ესროლეს, თუმცა ცხადია, რომ აქვს საზოგადოებას ეჭვი, რომ მას შესაძლოა, ესროლეს ამ “ბესპრიძელშიკურ” გარჩევაზე. საუბარია იმაზე, რომ სადღაც ორი ტყვიაა ნასროლი – პასუხი არ გვაქვს, საუბარია იმაზე, რომ შს მინისტრი იყო, ამბობენ, რომ ვიღაც კრიმინალებიც იყვნენ – არანაირი პასუხი არ არსებობს. ბუნდოვანებითაა მოცული. ისიც კი არ ვიცით, რამდენი ადამიანი იყო სუფრაზე. არადა, ძალიან მარტივი გასარკვევია, – ამბობს ხაბეიშვილი.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი გიორგი სიორიძე მომხდარს დადგმულ სპექტაკლად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს იმ “კრიმინალური წარსულის გამოვლინებაა, რაც ივანიშვილს მოსკოვიდან მოჰყვება”.

ივანიშვილის რეჟიმი უკვე ისეთი გახდა, რომ ადამიანების სიცოცხლით აწყობს ასეთ სპექტაკლებს, რომელიც რაღაც განგსტერულ ფილმებში გვინახავს. ეს უკვე სულ სხვა ფაზაა, როდესაც რაღაც წერილი იპოვა მედდამ გულის ჯიბეში და საერთოდ, ეს ყველაფერი არის იმ კრიმინალური წარსულის გამოვლინება, რაც ივანიშვილს მოჰყვება მოსკოვიდან, – ამბობს სიორიძე.

გახარიას გუნდის წევრი ზაზა თავაძე პირდაპირ ამბობს, რომ ვერსია, რომელსაც “ოცნება” გვთავაზობს, საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს, რაგან თავად ივანიშვილის გუნდი დგას ტყუილსა და კორუფციაზე.

საზოგადოებას არ სჯერა და საზოგადოებისთვის მიუღებელია ის ვერსია, რომელიც შეთავაზებული იქნა “ოცნების” რეჟიმის მიერ, იმიტომ, რომ თვითონ “ოცნების” რეჟიმი დგას ტყუილებზე, დგას კორუფციაზე და დგას შავ სალაროზე. როგორც ამბობენ, ამ შავი სალაროს გადანაწილების პროცესს მოჰყვა ეს სისხლიანი გარჩევა, – ამბობს ზაზა თავაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved