• რეკლამა
  • კონტაქტი
03:32, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფაქ­ტია, მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა, არ ვართ სან­დო­ნი არც აქეთ, არც იქეთ…” – დავით უსუფაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:51 06-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

„ლელო-პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რმა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­ნი­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, განაცხადა:

„მე მხარს ვუ­ჭერ წარ­მოდ­გე­ნილ კა­ნონპ­რო­ექტს წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ხით არა იმი­ტომ, რომ სა­ო­ცარ ევ­რო­პულ სტან­დარტს ვაღ­წევთ ამით, არა­მედ იმი­ტომ, რომ პოსტსაბ­ჭო­უ­რი სტან­დარ­ტით ცხოვ­რე­ბამ მოგ­ვი­ყა­ვა­ნა აქამ­დე და გა­ხა­და იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ მსოფ­ლი­ოს მო­ე­თი­თე­ბი­ნა – თქვენ მანდ ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბას ტრა­დი­ცი­უ­ლად ვერ უმკლავ­დე­ბით ხოლ­მეო, ვერ­ცერ­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა 1990 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლიო. ყვე­ლა უმ­რავ­ლე­სო­ბას სხვა­დას­ხვა დო­ზით წა­გიც­დე­ბათ ხოლ­მე ხელი იმ ია­რაღ­ზე, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით არის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლიო. 1991 წელს ასე­თი და­ბა­ლი სტან­დარ­ტით და­ი­წყო პირ­ვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ პირ­ვე­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის თენ­გიზ ბეჟაშ­ვი­ლის გა­ძე­ვე­ბა, იმუ­ნი­ტე­ტის შე­წყვე­ტა და მას შემ­დეგ ბევ­რმა წყალ­მა ჩა­ი­ა­რა. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გე­ლაშ­ვი­ლი ვერ მოკ­ლა და რად­გან ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა, პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­აგ­დო. ამი­ტომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ ბრძან­დე­ბით ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი, ამ სა­კი­თხში შემ­ჩნე­უ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბით.

ამას ნურც კომ­პლი­მენ­ტად მი­ი­ღებთ და ნურც ნა­მე­ტა­ნი დამ­წუხრდე­ბით. ახლა მსოფ­ლი­ომ და­ი­ნა­ხა, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ბო­რო­ტად იყე­ნებს ხოლ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამი­ტომ გვი­თხრა 90 კაც­ზე ნაკ­ლე­ბით ნუ გა­უშ­ვებთ ვი­ღა­ცას წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში, და­ე­ლო­დეთ, სა­ნამ სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს გა­ნა­ჩენ­სო. თუ და­ად­გენს გა­ნა­ჩენს, ის კაცი თუ ქალი ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­დის პარ­ლა­მენ­ტი­და­ნო. წი­ნას­წარ, გა­მო­ძი­ე­ბის დროს ასე მარ­ტი­ვად პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს ნუ ჩას­ვამთ ცი­ხე­შიო. იმი­ტომ, რომ თუ ჩას­ვამთ იმ იმე­დით, რომ ამით პრობ­ლე­მებს შე­იმ­ცი­რებთ და ქვე­ყა­ნას გა­და­არ­ჩენთ კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის­გან, მეტი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი და­გე­მარ­თე­ბათ ხოლ­მეო. ის, რაც და­ე­მარ­თა ამ ქვე­ყა­ნას ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დროს. ის, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ე­მარ­თა… ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის საქ­მე ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რის გა­მოც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცი­ხე­ში უნდა იჯ­დეს და ზოგი ზის კი­დეც. ამი­ტომ ნუ და­ვა­მად­ლით ვინ­მეს რა­მეს. ოპო­ზი­ცია არა­ფერს იბ­რი­ქე­ბა, ფაქ­ტია, მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა, გახ­და სა­ჭი­რო ამ კვო­რუ­მის აწე­ვა იმი­ტომ, რომ არ ვართ სან­დო­ნი არც აქეთ, არც იქეთ და არც მა­ნამ­დე. უმ­რავ­ლე­სო­ბას უნდა ჰქონ­დეს იმის საღი აზრი გან­სა­ჯოს, მარ­თლა იმ­ხე­ლა ხი­ფა­თის შემ­ცვე­ლია პირი, რომ წი­ნას­წარ პა­ტი­რო­ბა­ში გა­ვუშ­ვათ თუ არა. მე მხარს ვუ­ჭერ ამ კვო­რუმ­საც. 2/3-მდე გაზ­რდა დიახ, იქ­ნე­ბა მე­ო­რე მხა­რეს გა­დახ­რა“

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­ნი­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რეგ­ლა­მენ­ტში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა.

ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, დე­პუ­ტა­ტის და­კა­ვე­ბა ან და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ან სა­მუ­შაო ად­გი­ლის, მან­ქა­ნის ან პი­რად ჩხრე­კა­ზე თან­ხმო­ბის მი­ცე­მას პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის 3/5 – არა­ნაკ­ლებ 90 ხმა დას­ჭირ­დე­ბა.

თეგები: დავით უსუფაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved