• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფაიზერის ვაქცინა არ არის „ექსპერიმენტული“ და აცრილი ადამიანები არ არიან „ექსპერიმენტის“ მონაწილეები” – ზაალ კოკაია

ალია ავტორი - ალია
16:33 08-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
95

შვედეთის ქალაქ ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი ზაალ კოკაია, სოციალურ ქსელში, წერს:

„ფაიზერის ვაქცინა არ არის „ექსპერიმენტული“ და აცრილი ადამიანები არ არიან „ექსპერიმენტის“ მონაწილეები
ანტივაქსერების ერთ-ერთი ყველაზე „მძიმე“ არგუმენტი ის არის, რომ ფაიზერის რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინა არის „ექსპერიმენტული“.

ფაიზერის ვაქცინა იყო ექსპერიმენტული, როცა წლების წინ ხდებოდა მისი შექმნა და მაშინაც, როდესაც ფაიზერმა ჩაატარა პირველი კლინიკური გამოცდები ამ პრეპარატის უსაფრთხოების დასადგენად. მას შემდეგ ჩატარდა სამივე ფაზის კლინიკური გამოცდა ასობით ათასი ადამიანის მონაწილეობით და მილიონობით ადამიანი უკვე აიცრა მთელ მსოფლიოში.

ამ ვაქცინას მიღებული აქვს ავტორიზაცია ე.წ. განსაკუთრებულ სიტუაციებში გამოყენების ავტორიზაცია (emergency use authorization). კოვიდ პანდემია სწორედაც რომ განსაკუთრებულ სიტუაციას წარმოადგენს, ისევე როგორც 2018 წელს ებოლას ეპიდემია აფრიკაში, რომელიც ასევე საგანგებო სიტუაციისთვის ნებადართული ვაქცინით დაძლიეს.

ვაქცინაციის დაწყებიდან უამრავი სამეცნიერო და სამედიცინო ინფორმაცია დაგროვდა, ფაიზერმა 16 ივლისს შეიტანა განაცხადი მისი ვაქცინისთვის სრული ავტორიზაციის მისანიჭებლად. ჩვეულებრივად, ამ პროცესს 10 თვემდე დრო სჭირდება, მაგრამ კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ავტორიზაციის პროცესი სავარაუდოდ აჩქარებული ტემპით ჩატარდება და რამდენიმე თვეში დასრულდება.

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ეს პროცესი უპრობლემოდ ჩაივლის და გამომდინარე ფაიზერის ვაქცინის ძალიან მაღალი ეფექტურობიდან და უსაფრთხოებიდან, ფაიზერს მიენიჭება სრული ავტორიზაცია.
პრაქტიკული თვალსაზრისით ეს არაფერს ცვლის, ეს ისევ იგივე ვაქცინა იქნება, რაც დღეს არის ხელმისაწვდომი საქართველოში. თუმცა, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს ეს არგუმენტიც გამოეცლებათ და იმედია მეტი ადამიანი უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და აიცრება. აცრილები არ კვდებიან“

თეგები: ზაალ კოკაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved