• რეკლამა
  • კონტაქტი
17:07, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პეტეფის ქუჩიდან ჯავახეთის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა 9 მარტამდე შეიზღუდება – თბილისის მერია

ალია ავტორი - ალია
15:16 02-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

მერიის ინფორმაციით, 8 მარტის ჩათვლით, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შ. პეტეფის ქუჩიდან ჯავახეთის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მერიის ცნობით, შ. პეტეფისა და მანდელშტამის ქუჩებიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 17 შინდისელი გმირისა და ჯავახეთის ქუჩების გამოყენებით. ხოლო, ზ. მხარგრძელის ქუჩაზე ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ 17 შინდისელი გმირის, ჯავახეთისა და გ. მელიქიშვილის ქუჩების გამოყენებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები N25, N50, N343 სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ვაზისუბნის დასახლებიდან გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის გამოყენებით, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით და განაგრძობენ სვლას დადგენილი სქემით. ვაზისუბნის მიმართულებით მოძრაობისას, აღნიშნული მარშრუტები გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.

ავტობუსები N319 და N377 ვაზისუბნის დასახლებიდან მეტროსადგურ ვარკეთილის მიმართულებით გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის გამოყენებით, რომლის შემდეგ, სვლას განაგრძობენ ჯავახეთის ქუჩაზე N16 და N174-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრუნებით, მეტროსადგურ ვარკეთილამდე. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მარშრუტების დადგენილი მოძრაობის სქემა უცვლელია.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N455, N493 და N521 მეტროსადგურ ვარკეთილიდან გადაადგილდებიან 17 შინდისელი გმირის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, ჯავახეთის ქუჩაზე N16 და N174-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მობრუნებისას გადაინაცვლებენ მეტროსადგურ ვარკეთილამდე. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მიკროავტობუსების დადგენილი მოძრაობის სქემა უცვლელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved