გორში პენსიონერს ბანკომატთან ფული წაართვეს – “ქართლი.ჯის” ინფორმაციით, შემთხვევა ლიბერთი ბანკის წინ, დღის საათებში მოხდა.
მომხდარზე 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს, რომელიც დღეს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა პატიმრობაში გაუშვა.
როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, პენრიონერმა თანხის გამოტანისას დახმარება ითხოვა.
პროკურორმა განაცხადა, რომ პენსიონერისთვის თანხა ანაზღაურებული არაა და საპროცესო შეთანხმებაზე ვერ იქნება საუბარი.











კომენტარები