• რეკლამა
  • კონტაქტი
11:36, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში კორონავირუსი 18 მსჯავრდებულს დაუდასტურდა, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია

ალია ავტორი - ალია
12:32 08-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

პენიტენციურ სისტემაში ბოლო სამი დღის განმავლობაში კოვიდ 19 18 მსჯავრდებულს დაუდასტურდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის კურსი ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში უტარდებათ. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებენ, შემდგომი დაკვირვების მიზნით, ამავე კლინიკის ე.წ. სასტუმრო ნაწილში არიან მოთავსებული. მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა მსჯავრდებულები სპეციალურ საკარანტინე სივრცეში იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ“, – აღნიშნეს პენიტენციურ დაწესებულებაში.

მათივე ინფორმაციით, გავრცელებულ ინფორმაცია ქსნის N15 დაწესებულებაში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით არის სიცრუე, ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში კოვიდ 19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, 26 აგვისტოს მდგომარეობით, ვაქცინირებულია მსაჯვრდებულთა 66% (6248), ხოლო 55% (5 234) რევაქცინირებულია.

„პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს“, – განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved