• რეკლამა
  • კონტაქტი
17:35, პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეს შორის 23 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:55 10-19-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეს შორის 2025 წლის 23 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც აღინიშნება, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას – მას გაეწია ყველა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება და დღეის მდგომარეობით, მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მოსამსახურის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა სახის კომენტარის გაკეთებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახური თავს იკავეს, რადგან მათი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი წარმოადგენს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია TV პირველის შაბათის ეთერის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეხება პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეს შორის 2025 წლის 23 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს. ტელეკომპანიის მიერ აღნიშნული ინციდენტიდან თითქმის ორი თვის შემდგომ, 2025 წლის 18 ოქტომბერს გავრცელებული სიუჟეტი, რომელიც თითქოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, წარმოადგენს იმ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს, რასაც აღნიშნული არხი აწარმოებს ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში და რომლის მიზანიც არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის შელახვა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, პირველ რიგში, გვსურს შევეხოთ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას – მას გაეწია ყველა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება და დღეის მდგომარეობით, მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებოდა თანამშრომლის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს. მოსამსახურის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა სახის კომენტარის გაკეთებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახური თავს შეიკავებს, რადგან აღნიშნული საკითხი წარმოადგენს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს.

ასევე, განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახური უმკაცრესად რეაგირებს ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც დაკავშირებულია პენიტენციური სისტემის მოსამსახურის მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან და მოცემული საქმის ფარგლებშიც, შესაბამისი მასალები ფაქტის დადგომისთანავე გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მომავალშიც თითოეულ მსგავს ქმედებაზე მოხდება უმკაცრესი რეაგირება კანონმდებლობის შესაბამისად.

რაც შეეხება სიუჟეტში ნახსენებ საკითხს – N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ აღემატება ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ლიმიტს. გამომდინარე იქიდან, რომ N8 პენიტენციური დაწესებულება ასევე არის მიმღები პენიტენციური დაწესებულება, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ეტაპირება სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის უმნიშვნელო მატება ხელს არ უშლის პენიტენციური დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას და არ ლახავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებს.

სიუჟეტში ასევე ნახსენებია ე.წ. საძილე წამლების გამოყენების საკითხი, რაც მეტყველებს სიუჟეტის ავტორთა არაპროფესიონალიზმზე და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაზე და რაც მთავარია არ შეესაბამება რეალობას. ცალსახად განვმარტავთ, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 2%, მათ შორის არიან ის პირებიც, რომლებსაც ოპიატების ჩანაცვლებითი თერაპიის შემდგომ დამოკიდებულების დაძლევის მიზნით, ექიმის დანიშნულებით იღებენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო საშუალებებს, რომელთა მიღებაც ხდება შესაბამისი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ.

რაც შეეხება, სიუჟეტში ნახსენებ თემას – N8 პენიტენციურ დაწესებულებაში კადრების დეფიციტს, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – დაწესებულება სრულად არის დაკომპლექტებული კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რაც უზრუნველყოფს მის შეუფერხებელ და ეფექტიან საქმიანობას.

ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ტელეკომპანიას არ მოუმართავს სპეციალური პენტიენციური სამსახურისათვის ინფორმაციის გადასამოწმებლად.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური, დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved