პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მასზე მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება“ – თქვა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სამსახურის უფროსმა, მალხაზ ურთმელიძემ.
მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები