სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 10 საარჩევნო უბანი იმუშავებს. დღევანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი დღეს 08:00 საათიდან ამოქმედდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24-საათიან სამუშაო ცვლაში იქნებიან და მსჯავრდებულთა ნაწილი ხმას მისცემენ გადასატანი ყუთის მეშვეობით მიმაგრებულ უბნებზე. სულ განსაზღვრულია 11 საარჩევნო უბანზე მიმაგრება, მათგან 10 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ 10 საარჩევნო უბანზე ხმას მისცემენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც არჩევნების დღეს 24-საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში.
საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს.
კომენტარები