• რეკლამა
  • კონტაქტი
01:48, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პეკინში დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
10:34 05-14-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დიდ სახალხო დარბაზში აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს.

სი ძინპინისთან შეხვედრამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, მიაჩნია, რომ ურთიერთობა „უკეთესი იქნება, ვიდრე ოდესმე“.

ამასთან, ტრამპმა სი ძინპინს განუცხადა, რომ შესანიშნავი ლიდერია.

„თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ, ამას ყველას ვეუბნები, თქვენ შესანიშნავი ლიდერი ხართ. ზოგჯერ ხალხს არ მოსწონს, როცა ამას ვამბობ, მაგრამ მაინც ვამბობ, რადგან ეს სიმართლეა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, შეხვედრის დასაწყისში სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების სტაბილურობა კარგია მსოფლიოსთვის.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საერთო ინტერესები აჭარბებს განსხვავებებს. ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების სტაბილურობა კარგია მსოფლიოსთვის. მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

Reuters-ის ინფორმაციით, ლიდერებიირანთან მიმდინარე ომის, ასევე ტაივანისა და ბირთვული იარაღის საკითხებს განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ასევე განიხილავენ იშვიათი მინერალების შესახებ გასულ წელს მიღწეული შეთანხმების გახანგრძლივებას – მინი-ზავის შეთანხმების საკითხს სავაჭრო ომში, რომელიც იშვიათი მინერალების ჩინეთიდან აშშ-ში მიწოდების საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved