• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

ალია ავტორი - ალია
19:29 09-03-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

ჩემ მეზობლად ერთი გოგო ცხოვრობდა, ექიმი უნდოდა გამოსულიყო. რამდენიმე წლით იყო ჩვენზე დიდი, წაგვასხამდა ხოლმე ახალაშენებულ სასიმინდეში, რომელიც საკმაოდ მაღალ ბოძებზე იდგა და კიბით უნდა ავსულიყავით. ის იყო მისი, როგორც „ექიმის“ კაბინეტი და ჩვენ კი მისი პაციენტები ვიყავით. ზოგს ფეხს შეუხვევდა ბინტით, ზოგს წყალში დასველებული ბამბით „მკურნალობდა“ და კიდევ ჰქონდა ნემსი, გახსოვთ ის დიდი ნემსები, მეტალის კარკასით და მინის? სად არსებობდა მაშინ ერთჯერადი ნემსები უწვრილესი თავებით. ხედავდი ამ რკინისა და მინის კარკასიან ნემსს როგორი მსხვილი თავი ჰქონდა, უზარმაზარი ნახვრეტით და უკვე გული მიგდიოდა შიშით. ჩვენი „ექიმი“ თეონა პროფესიონალი იყო და ნემსის გამოსახარში მოწყობილობაც კი გვქონდა, მაგრამ ეს შიშს დიდად ვერ ამცირებდა, რადგან არ არსებობს 5–6 წლის ბავშვი, რომელსაც ნემსიდან რამის გადადების ეშინია, მხოლოდ ჩხვლეტაზე ფიქრობს, ვიცოდი, რომ თამაში იყო და არ დამარჭობდა, მაგრამ მაინც ისე მეშინოდა ამ ნემსის… 

მაინც მივყვებოდი იმ ახალაშენებულ სასიმინდეში, ვძვრებოდი იმ კიბეზე, ძალიან დიდი რომ ჩანდა მაშინ და არასოდეს ვამბობდი, რომ მეშინოდა, რაღაც სერიოზულის, დიდის და მთავარის მონაწილე მეგონა თავი, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი უფროსი მეგობრისთვის თამაშზე ბევრად მეტია. 

დღეს ექიმობა ბევრად გამარტივდა, გამარტივდა “პაციენტობაც” მაგრამ მე ნემსის მაინც მეშინია, დღემდე, თეთრხალათიანისაც, კლინიკაში თუ ვგეგმავ გეგმიურ ვიზიტს, წინა ღამით ცუდად მძინავს, ვბორგავ, კლინიკაში შევალ და ერთი სული მაქვს ამ სითეთრეს მალე გამოვექცე.

ბევრი მითი დაინგრა ჩემს თვალწინ მედიცინაში, სუპის მითი მაგალითად, როგორც იქნა, ექიმთა უმრავლესობა შეთანხმდა, რომ  სუპი მხოლოდ ფორმაა საკვების, წვნიანი ფორმაა ბოსტნეულის, თუ ხორცის და მეტი არაფერი. ასევე დაიმსხვრა მითი, რომ მეძუძურ დედებს დღეში სამჯერ უნდა დაალევინონ ტკბილი ჩაი, შესქელებული რძით. ბევრად უფრო პროდუქტიული, ჯანსაღი და სასარგებლოა ხილი, ბოსტნეული, ცილა. 

მაგრამ, არის ერთი მითი, რომლის დაკარგვაზე ძალიანაც მწყდება გული, ეს იყო სიცხიანი ბავშვის ქაფურით დაზელა. ისე მომწონდა ქაფურის სუნი და ისე მწყინდა, რომ ნემსის გაკეთება მაინც მიწევდა,

 ჩემს ბავშვობაში ასე ადვილი არ იყო პედიატრის გამოძახება ბინაზე. ახლა მარტივია, იმდენად მარტივი, რომ საქმე უკვე ასარჩევადაა, ჯერ ის შეგიძლია აარჩიო, რა შემთხვევაში გჭირდება პედიატრის გამოძახება და მერე ის – როგორ შეარჩიო პროფესიონალი პედიატრი.

რა შემთხვევაში გჭირდება პედიატრის გამოძახება?

ახალშობილთან

ახალშობილის იმუნური სისტემა ჩამოუყალიბებელია, კლინიკაში მისი ვიზიტი რისკია ბაქტერიების, სეზონური ვირუსების. ამიტომ ახალშობილთან ყოველთვის სჯობს პედიატრის გამოძახება.

ძუძუთი კვების პერიოდში

ლაქტაციური სტრესი რომ არსებობდა, საკმაოდ გვიან გავიგეთ, მაგრამ მთავარია, რომ ახლა უკვე ვიცით. შესაბამისად, ბავშვების, რომლებიც ძუძუთი იკვეებებიან, შემოწმება ყოველთვის იმ გარემოში სჯობს სადაც ნაცნობი ავეჯი და ნივთებია, სადაც ყოველდღიურად ატარებს დროს. 

ინფექციური სიმპტომების მქონე ბავშვებთან

მაღალი ტემპერატურის, ყელის ტკივილის, გამონაყარის დროს, პედიატრის გამოძახება ბინაზე გამორიცხავს ინფექციის გადადების, გავრცელების რისკს, ასევე, იმის რისკსაც, რომ დამატებით ვირუსს არ დაიმატებს კლინიკის დერეფანსა თუ კაბინეტებში ბავშვი. 

ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებთან

მათთვის განსაკუთრებით აუცილებელია მშვიდი გარემო, ნაკლები სტრესი, ოჯახური გარემოში, სტუმრის სახით მოსული პედიატრი. 

პედიატრის მიერ, ბინაზე მომსახურების უპირატესობები

მთავარი „ფიშკა“

ჩემმა შვილმა გვიან დაიწყო საუბარი. წლის იქნებოდა, როცა მოულოდნელად დაკოჭლდდა. ვერ დგამს ფეხს. გარეგნულად დაზიანება არ ჰქონდა  გავაქანეთ კლინიკაში, დერეფანში იტირა, კაბინეტში იტირა, მეორე კაბინეტში, რენტგენის, ასევე იტირა, ხელით რომ გაუსინჯეს ფეხი, –  ისევ იტირა, მეორედ გაგვიშვეს რაღაცის გადასაღებად და ცხადია, იქაც, მერე ჩაეძინა, იმდენი იტირა, ტირილში ჩაეძინა.

ბოლო ვერსიაში, კარგი ექიმიც შემხვდა და მთხოვა, სახლში წავსულიყავი, კარგად დამეთვალიერებინა ის სივრცე, სადაც ჩემი შვილი თამაშობდა, ეძინა, ხოხავდა, რადგან არც ძვლის ტრამვა ჩანდა, არც გარეგნულად იყო დაზიანება, გაუჩნდა ვერსია, რომ რაღაცაზე იტკინა, ამან შეაშინა და უბრალოდ არ დგამდა ფეხს მაგიტომ.

არც ვიცოდი რა უნდა მეპოვნა და ცოტა არ იყოს, უკან გზად ვფიქრობდი, რომ ცუდი ექიმია, ვერ მიხვდა რა სჭირს ჩემს შვილს და რაღაც მოიგონა. 

სახლში, ჩემი შვილის საწოლის ქვეშ უზარმაზარი გოგრა ვიპოვნე. სამზარეულოდან როდის გამოათრია, როგორ გამოათრია, როგორ შეათრია თავისი პაწუა თითებით ამხელა გოგრა თავისი საწოლის ქვეშ, ახლაც ვერ ვხვდები. როგორც ჩანს, გოგრის გადათრევის დიდი სპეცოპერაციისას მოიყოლა ფეხი და მაგიტომაც არ დგამდა. 2 დღეში დაავიწყდა და ჩვეულებრივ გაიარა.  

აი, სახლში მოსული კარგი პედიატრი, კლინიკაში არ გაგვიშვებდა და არც ის იტირებდა ამდენს, არც მე ვინერვიულებდი ამდენს და არც კვლევებში დამჭირდებოდა ფულის გადაყრა.

მთავარი დადებითი სახლში პედიატრის გამოძახების არის სწორედ ის, რომ ექიმი ბავშვის უსაფრთხოების, ძილის და კვების გარემოს, მისი ცხოვრების დინამიკას აფასებს რეალურ გარემოში და ბევრად მარტივად პოულობს დაავადების თუ პრობლემის მიზეზს. 

სითეთრის სინდრომი

დერეფანი თეთრი, კაბინეტი თეთრი, პალატა თეთრი, ექიმი თეთრი ხალათით – უკვე სტრესია, ბავშვისთვის კი არა, დიდისთვისაც კი. მართალია, ზოგმა კლინიკამ უკვე ისწავლა კედლების გაფერადება, მაგრამ ჯამში, ეს სითეთრის სინდრომი ჯერ ისევ არსებობს, ისევე, როგორც სუნი, კლინიკის სუნი, სპეციფიკური, ვერაფერში რომ ვერ აგერევა ისეთი. 

სახლში პედიატრის გამოძახებით კი, ეს სტრესი ბავშვისთვის არ არსებობს, და ექიმი რეალურ სიმპტომებს ხედავს და არა სტრესისგან გამწვავებულს, ან დამატებულს.

უზარმაზარი ბონუსი მშობლისთვის

რა გგონიათ ბავშვის გამოჯანმრთელებისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯი? – დიაგნოზიც კარგია და სწორად დანიშნული მედიკამენტებიც, მაგრამ პირველ რიგში, მშობლები უნდა დამშვიდნენ, რათა მითითებების ზუსტად შესრულებაც შეძლონ და საკუთარი ნერვიულობით არ დასტრესონ და არ დაამძიმონ ბავშვის მდგომარეობა. 

კლინიკაში, როგორც წესი, რიგია. სანამ ექიმთან ხარ, ვიღაც სულ ცდილობს დააკაკუნოს, შემოვიდეს, შემოიხედოს და აი, ერთი კითხვა უცებ დასვას და ა.შ. კლინიკაში 10 წუთი თუ დაჰყოფ პედიატრთან და თუ 10 წუთს გადაშორდა, პრაქტიკულად რეკორდსმენი მშობელი ხარ. გამოდიხარ კაბინეტიდან და ხვდები, რომ დაგავიწყდა გეკითხა საკვებზე, წყალზე, დაბანაზე, სპორტულ აქტივობაზე და ა.შ.  სახლში გამოძახებული პედიატრი კი 30–45 წუთი მაინც რჩება მინიმუმ ადგილზე, შეგიძლია ყველანაირი კითხვა დაუსვა, ამომწურავი პასუხები მიიღო. სწორედ ეს ამომწურავი პასუხებია მშობლის დამშვიდების მთავარი წამალი. რადგან მშობელს მხოლოდ გაურკვევლის შიში ანერვიულებს, ხოლო, როცა დეტალურად აუხსნიან მდგომარეობას, – შიში ეხსნება. 

ბონუსის ბონუსი

ბონუსსაც შეიძლება ბონუსი ჰქონდეს, კი, ასეც ხდება და ესაა დღე–ღამის ნებისმიერი მონაკვეთი. პედიატრის გამოძახების სერვისის გამოყენება შეგიძლია ღამითაც, როგორ იცის თან ღამემ, მთელი დღე სიცხე არ ჰქონდა და აუწია, მთელი დღე კარგად იყო, უნდა დააძინო და მუცელს იტკიებს და რა გაძლებს დილამდე, რომც გაძლო, დილით, კლინიკაში მისულს, გხვდება თუ არა პედიატრი თავისუფალი დროით, არც ეგ იცი. ის, რომ პედიატრის სახლში გამოძახება 24 საათიან რეჟიმში შეგიძლია, უზარმაზარი შვება და კომფორტია. 

ცხადია, ისე არ დავასრულებ ბლოგს, რომ არ გითხრა, რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენო პედიატრის სახლში გამოძახების სერვისი.

არ გამოიძახო პედიატრი სახლში, არ დაკარგო დრო და გამოიძახე სასწრაფო დახმარება, თუ:

  • სუნთქვის გაძნელებაა, ნეკნებშუა თითქოს კანი იზნიქება, ან ტუჩები ლურჯუდება
  • თუ გონების კარგვის ეპიზოდია, ან კრუნჩხვების
  • მძიმე და ან ღია ტრავმებისას.

რა ნიშნებით უნდა შეარჩიო კარგი პედიატრი?

კარგი პედიატრი საერთაშორისო გაიდლაინებით ხელმძღვანელობს და არ ნიშნავს მედიკამენტებს, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკებსა და სისტემურ ჰორმონებს ისე, ყოველი შემთხვევისთვის და მშობლის დასამშვიდებლად. 

კომუნიკაცია – არ აქვს ავტორატული ტონი, კითხვის დასმის რომ მოგერიდოს ისეთი, პირიქით, ესმის და პატივს სცემს მშობლის კითხვებს, ხსნის დაწვრილებით და გასაგები ენით.

ბავშვის გასინჯვას არ იწყებს პირდაპირ, ჯერ ცდილობს მასთან ემოციური კავშირის დამყარებას, რათა შიში, სტრესი გააქროს და ზუსტი პასუხები მიიღოს. 

აუცილებლად უთმობს ყურადღებას აცრების კალენდარს, ზრდა–განვითარებას, კვებას, ძილს, ფსიქო–ემოციურ გარემოს, რათა მხოლოდ ერთჯერადად კი არ დაეხმაროს პატარა პაციენტს, არამედ, შემდგომში პრევენციულადაც. 

და დარჩა მხოლოდ ერთი კითხვა:

სად ვიპოვნო პედიატრი გამოძახებით? პედიატრი გამოძახებით 24 საათის განმავლობაში? პედიატრი გამოძახებით გორში, ბათუმში, თბილისში, თელავში, თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში?

ბაზა ბევრია, ალბათ, მაგრამ ბაზა, საიდანაც პედიატრის გამოძახება თამამად შეგიძლია, რადგან აქ კონკურენციაა გინდ ხარისხის, გინდ ფასის კუთხით, მხოლოდ ერთი ვიცი, და ამ ლინკს გიტოვებ. სადაც კონკურენციაა, იქ ყოველთვის შეძლებ შენთვის საჭირო სპეციალისტის პოვნა, ისეთის, ვისი ხარისხიც, ვისი კომუნიკაციაც და ფასიც დაგაკმაყოფილებს. ლინკს გიტოვებ და ბარემ, მოდი, კიდევ ერთხელ გასწავლი, როგორ გადამალო ლინკი ისე, რომ არასოდეს დაგეკარგოს – გაუგზავნე მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს, ყველას, მასაც ვისაც პედიატრის გამოძახება შეიძლება დასჭირდეს და მასაც, ვინც პედიატრია და შეუძლია ყველაზე კონკურენტულ გარემოში განათავსოს თავისი განცხადება. ასე ლინკი ყოველთვის ერთი ხელის გაწვდენაზე გექნება. 

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved