თბილისის 53-ე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, – ამის შესახებ სკოლის დირექტორმა, ეკატერინე გახარიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ვირუსი სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს დაუდგინდა.
„მას სამასწავლებლოში ბევრ პედაგოგთან ჰქონდა შეხება. ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. გუშინ მე-5 და მე-6 კლასების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა იგეგმებოდა, თუმცა, საბოლოოდ, I-დან IV კლასის ჩათვლითაც გადავედით ამ რეჟიმზე. I-VI კლასებში სულ 739 ბავშვია“ – განაცხადა ეკატერინე გახარიამ.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
კომენტარები