• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პაციენტის დახმარება მინდოდა… “იმედი L” – ჩალით არაა ეს ქვეყანა დახურული” – ექიმის წერილი სადაზღვევო კომპანიას

ალია ავტორი - ალია
15:37 01-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

ჰეპატოლოგი, “ლინბახტის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის” მრჩეველი, ჯაბა ზარქუა, სოციალურ ქსელში წერს:

“საჯაროობის გარდა ყველა გზა მომიჭრა ამ კომპანიამ და ინებეთ.

საქმე ეხება სადაზღვეო კომპანია

იმედი L • Imedi L, რომლის უტიფრად აროგანტული და არაკოლეგიალური მიდგომა საკითხისადმი ჩემთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე მათი საჯარო კრიტიკა.

სადისკუსიო ტოპიკია შემდეგი – არის თუ არა ცელიაკია გენეტიკური დაავადება.

უამრავ თანამედროვე სანდო წყაროზე დაყრდნობით ვცდილობ ავუხსნა კომპანიას, რომ არ არის ტიპიური გენეტიკური დაავადება, მიუხედავად იმისა რომ გენეტიკური კომპონენტი მის წარმოშობაში უდაოა. ასე მარტივად რომ იყოს საქმე, გასტროენტეროლოგიის თანამედროვე სახელმძღვანელოებსა თუ გაიდლაინებში მოჭრილად ჩაიწერებოდა რომ ცელიაკია ცალსახად გენეტიკური დაავადებაა, მაგრამ მისი ეს ჩახლართული დეფინიცია ამ დაავადების რთული ბუნებითაა განპირობებული, თორემ როგორმე ახლა ამ დაავადებაზე მომუშავე მეცნიერებს სადაზღვეო კომპანიის “ექსპერტებზე” მეტი ცოდნა ექნებათ რომ გარკვევით გაწერონ დეფინიცია. ცელიაკია არის მულტიფაქტორული დაავადება და მხოლოდ გენეტიკური მუტაცია მისი განვითარებისთვის საკმარის პირობას არ წარმოადგენს (მოსახლეობის 30-40%_ს აქვს ეს მუტაცია, ამდენივეს არ აქვს ცელიაკია ცხადია). მულტიფაქტორულ დაავადებებს კი თუ ასე მარტივად გენეტიკური დაავადებების რიცხვს მივაწერთ, მაშინ სადაზღვეო კომპანია თმის შამპუნის საყიდლად თუ გამოგადგებათ მხოლოდ.

ჰოდა, განა საქმე ამაშია. მესმის რომ რთული თემაა. მესმის ხარჯთ-ეფექტურობა და ვითვალისწინებ. მესმის რომ კითხვები არსებობს, მაგრამ უზრდელობა და არაკოლეგიალურობა არ მესმის. როცა ექიმი გდებს პატივს შე დალოცვილო, წერილობით ლამისაა მთელ დისერტაციას გწერს ელფოსტაზე პაციენტის დასაცავად და გიხსნის კორექტულად რომ მთლად ისე მარტივადაც არაა საქმე, როგორც გგონია, დაიგნორება და გადაწყვეტილების ისე მიღება რომ ერთი ზრდილობიანი შეპასუხებაც არ გინდება ამ ექიმთან, სადაური წესია? საიდან ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე, მეგობრებო? ვიფიქრე პაციენტს დავეხმარები და ასე უხეშად რომ აბიაბრუებენ, შეიძლება სადაზღვეოც ვერ გაერკვია და დაიბნა და მერე რა, დამატებით ინფოს მივაწვდი და რამდენიც საჭიროა იმდენს დაველაპარაკებითქო და იქნებ რამე კონსესუსამდე მივიდეთთქო და ამათ ისე გაატარეს, თითქოს თემა გადაწყვეტილია და მთელი გასტროენტეროლოგიური სამყარო მორიდებული სულელებითაა სავსე, რომლებიც დაავადების დეფინიციას ზუსტად ვერ აღწერენ და აგერ იმედი ელის ექსპერტებმა უწყიან მხოლოდ ცელიაკია რანაირი დაავადებაა

ფეისბუქის პოსტებით თუ გერჩივნათ ამ თემაზე დისკუსია კი ბატონო, იყოს, არც ეგაა ჩემთვის პრობლემა. ღმერთი რჯული სატელეფონო კომუნიკაციაც ვცადე აქამდე და ელფოსტითაც, საინფორმაციო მიტინგებს ვერ მოგიწყობთ აბა ცელიაკიის დეფინიციის თემაზე და რა ვქნა.

სხვა სადაზღვეოებს მინდა ვთხოვო რომ იყოს ეს თქვენს მაგალითად, რეპუტაციას ნუ გაიფუჭებთ მსგავსი ელემენტარული თემისთვის, ჩალით არაა ეს ქვეყანა დახურული! აფინანსეთ ქაოტური და უაზროდ დანიშნული კვლევები და არარსებული, ბიზნეს-ინტერესის გამო დანიშნული წამლები, აქციეთ სამედიცინო მეცნიერება უხამს კომერციად და კაი ჩიტს დაიჭერთ, თუ გიღირდათ, კი ბატონო, გამოწვევა მიღებულია!”

თეგები: იმედი Lჯაბა ზარქუაჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved