ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხშირია შემთხვევა, რომ ერთი ოჯახის წევრებს ერთ საავადმყოფოში სურთ მოხვედრა.
მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებს სხვადასხვა მოთხოვნები უჩნდებათ. მაგალითად, არ მოსწონთ ხედი.
„ძალიან ხშირად მოგვმართავენ პაციენტები… რამდენჯერმე ტერმინიც იყო გამოყენებული, რომ „როდესაც ერთი ამბავი ავტეხეთ, მაშინ მიგვიღეს საავდმყოფოში“. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვაკვირდებით მედიას და შემდეგ ამ ადამიანებს ვუკავშირდებით. იქ, ჩნდება სხვადასხვა მოთხოვნა. მაგალითად, არის ორ ან სამი ოჯახის წევრი და აუცილებლად უნდათ კონკრეტულ რომელიმე საავადმყოფოში მოხვედრა. არის ხშირი შემთხვევები, რომ ვიღაცას ხედი მოსწონს და სხვა არა… შესაბამისად, ხედიც შესარჩევია.
არ ვუარყოფ იმას, რომ შეიძლება კრიტიკული პაციენტის დაყოვნებაც ხდება და პრობლემას არ გავურბივარ. ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰოსპიტალში ისეთი პაციენტები გვყავს, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან.
“ალია” შეგახსენებთ, 2 დღის წინ მომხდარ ამბავს, მამაკაცი, რომელიც 3 დღე ითხოვდა კლინიკაში გადაყვანას, სახლში გარდაიცვალა, მისი შვილიშვილი კი წერდა:
„3 დღის ხვეწნისა და მუდარის შემდეგ რომ ბაბუ გადაეყვანათ საავადმყოფოში,რადგან უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა არ გადაიყვანეს რადგან კოვიდის ტესტის პასუხს ველოდებოდით.
გუშინ კიდევ ერთხელ ვითხოვე გადაყვანა, მაგრამ მითხრეს, რომ არავინ მიგვიღებდა ტესტის პასუხის გარეშე. ვუთხარი რომ ხვალამდე ეს ადამიანი ვეღარ იცოცხლებდა. და აი დღევანდელი დღეც, ბაბუ აღარაა ცოცხალი და დღეს რომ კოვიდის ტესტის პასუხი იქნება, რაში მჭირდება?!“
ქალბატონო მინისტრო, ამ პაციენტსაც ხედი არ მოეწონა და იმიტომ ვერ გადაიყვანეთ?
ქალბატონო მინისტრი, უამრავი ხანდაზმული ადამიანის დასახელება შეგვიძლია, ვინც გამოჯანმრთელდა, გუშინ 101 წლის ქუთაისელმა ქალბატონმა დაამარცხა კორონავირუსი, ცოტა ხნის წინ, ზუგდიდიდან, უმძიმესმა პაციენტმა, რომელსაც რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს, დიალიზზეა – დაამარცხა ვირუსი მას შემდეგ, რაც უამრავმა ადამიანმა მოვითხოვეთ მისი გადაყვანა კლინიკაში!
ასე რომ არც ხედია არაფერ შუაში და არც ქრონიკული დაავადებები, მენეჯმენტია პრობლემა და არაერთი ექიმი წერს, რა უნდა გაგეკეთებიათ და არ გააკეთეთ, რას უნდა აკეთებდეთ და არ აკეთებთ!
კომენტარები