• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, ოთხშაბათი, 6 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” წერილი გაეროს უშიშროების საბჭოს

ალია ავტორი - ალია
14:18 03-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
254

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“თარგმანი ინგლისური ორიგინალიდან

ღია წერილი
გაეროს უშიშროების საბჭოს!

საქართველოს პატრიოტთა ერთიან ფრონტში გაერთიანებული 55-ი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით გვსურს გამოვხატოთ პატივისცემა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართ და გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებანი უკრაინის ტრაგედიის შესახებ.
უპირველეს ყოვლისა, ნება გვიბოძეთ, დავეთანხმოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ოლაფ შოლცს, რომ „მდგრადი უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად“ და ვერ მიიღწევა მის წინააღმდეგ მოქმედებით. მიგვაჩნია, რომ ამ კონტექსტში დღემდე აქტუალურია აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის მოსაზრება, რომ „უკრაინა არ უნდა შევიდეს ნატოში“ და რომ „თუ უკრაინას გადარჩენა და აყვავება სურს, იგი უნდა იყოს არა ერთი მხარის ავანპოსტი მეორის წინააღმდეგ, არამედ უნდა იტვირთოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის ფუნქცია“.
ჩვენ წუხილით უნდა აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ხელს უწყობდა ისეთი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შექმნა-განვითარებას, რომლებიც სრულიად უგულებელყოფდნენ ნეიტრალიტეტს და პროპაგანდას უწევდნენ მხოლოდ ნატოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების ერთადერთ ეფექტიან სისტემას. მეტიც, ქმნიდნენ ნატოში გაწევრიანების ცრუ მოლოდინს და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ნატოსთან პარტნიორობა თავისთავად უსაფრთხოების გარანტიაა, ამასთან განსხვავებული აზრი დღემდე ბულინგს ექვემდებარება.
ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ რუსეთთან დაპირისპირება დამღუპველია საქართველოს და უკრაინის მსგავსი ქვეყნებისთვის და ჩვენ არანაირად არ გვსურს, რომ საქართველო, უკრაინა, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა საჭადრაკო ფიგურების როლში აღმოჩნდნენ, რომლებიც ზესახელმწიფოთა ჭიდილში განადგურდებიან. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წლების მანძილზე იღვწის ნეიტრალიტეტისთვის. მეტიც, ევროპის, რუსეთისა და აშშ-ის ექსპერტებთან ერთობლივად, ავსტრიის თავდაცვის ეროვნული აკადემიის, ვენის უნივერსიტეტისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის თანამონაწილეობით შეიქმნა საქართველოს ნეიტრალიტეტის კონცეფცია (თან ერთვის ამ წერილს), ხოლო 2020 წელს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ძალზედ მასშტაბურმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოს მიმართ კარდინალურად შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში არჩევნებში არასოდეს მონაწილეობდა 2 მილიონ 150 ათას ამომრჩეველზე მეტი. ამასთან, გამოკითხვის ფარგლებში 1 მილიონ 200 ათასმა ადამიანმა შეავსო კითხვარი და 900 ათასზე მეტმა აუდიოინტერვიუ ჩაწერა. გამოკითხვის შედეგად ნათელი გახდა, რომ 69,4% სამხედრო ნეიტრალიტეტს ემხრობა, ხოლო 75,8% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს. აუდიოჩანაწერების ასლები გადაეცა ევროპული სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოებს, აგრეთვე ეუთოს მისიას და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს.
ჩვენი აზრით, ტრაგიკული კონფლიქტი უკრაინაში ნათელყოფს, რომ ნეიტრალიტეტი საუკეთესო გამოსავალია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის საუკეთესო გამოსავალი ნეიტრალიტეტია, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „არ ეშინია ნეიტრალურ სტატუსზე მსჯელობისა“, რის შესახებაც მან 25 თებერვალს თავად განაცხადა. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ნეიტრალიტეტზე აქტიური მსჯელობის დაწყება აუცილებელია. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ცნობილი საინფორმაციო პორტალის globalnews.ca-ს მიერ 19 იანვარს გამოქვეყნებული აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ რ. ბაიდენის ვიდეო-ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ „უკრაინის ნატოში შესვლის ალბათობა უახლოეს მომავალში ნაკლებ სავარაუდოა“, ხოლო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 6 მარტს განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში „არ არის და ვერ გახდება ნატოს კონფლიქტი“. ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ახლახანს განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს უკრაინის ისეთ დასავლურ კავშირებში მიღების გეგმები, როგორიც არის ნატო.
ვაცნობიერებთ რა ვითარების სირთულეს, მოგიწოდებთ, არა უბრალოდ მხარი დაუჭიროთ, არამედ ქმედითი წვლილი შეიტანოთ საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საქმეში, რათა დასავლეთის ქვეყნები, რუსეთთან ერთად, ჩვენი ქვეყნების ნეიტრალიტეტის გარანტორებად იქცნენ.
კვლავ ვუდასტურებთ პატივისცემას გაეროს უშიშროების საბჭოს.
პატრიოტთა ერთიან ფრონტში გაერთიანებული 55-ი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით, ამ წერილს 7 დედანში ხელი მოაწერა 21-მა უფლებამოსილმა პირმა:
1. დავით თარხან-მოურავი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე
2. ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, მე-9 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი
3. ნანა დევდარიანი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, ყოფილი სახალხო დამცველი
4. გიორგი ლომია, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე
5. გოჩა თევდორაძე, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი
6. იოსებ შატბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
7. კახაბერ ძაგანია, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
8. მარინა მოლოდინი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი
9. ვაჟა ოთარაშვილი, საქართველოს პარლამენტის მეორე მოწვევის დეპუტატი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე
10. ვალერი კვარაცხელია, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
11. გურამ ნიკოლაიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი
12. გიორგი ბიჭაშვილი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი
13. ოთარ ჭითანავა, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
14. თამაზ დაუშვილი, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
15. გიორგი ჭინჭარაული, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
16. ამირან ტაკიძე, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი
17. ზურაბ ქველაძე, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
18. გრიგოლ ჯოჯუა, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი
19. ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი
20. ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი
21. ანზორ წოწონავა, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი

Перевод с английского оригинала
Открытое письмо
Совету Безопасности ООН

Единый фронт патриотов Грузии, объединяющий 55 политических и общественных организаций, хотел бы выразить уважение Совету Безопасности ООН и поделиться своим мнением относительно трагедии в Украине.
Прежде всего, позвольте нам согласиться с Канцлером ФРГ Олафом Шольцем в том, что «устойчивая безопасность возможна только с Россией» и не может быть достигнута, действуя против нее. Мы считаем, что в данном контексте до сих пор актуально мнение бывшего государственного секретаря США Генри Киссинджера о том, что «Украина не должна вступать в НАТО», и что «если она хочет выжить и процветать, она должна быть не аванпостом одной из сторон против другой, а должна служить мостом между Востоком и Западом».
Мы с сожалением констатируем, что на протяжении прошедших 20-и лет Запад способствовал формированию и развитию на постсоветском пространстве политических партий, НПО и СМИ, полностью пренебрегающих нейтралитетом и пропагандирующих лишь НАТО как единственно эффективную систему международной безопасности. Более того, они создавали ложные ожидания относительно вступления в НАТО и убеждали общественность в том, что партнерство с НАТО само по себе уже является гарантией безопасности. При этом противоположное мнение по данному вопросу до сих пор подвергается буллингу.
Нам абсолютно ясно, что конфронтация с Россией губительна для таких стран, как Грузия и Украина, и мы совершенно не хотим, чтобы Грузия, Украина или любая другая страна оказались в роли шахматных фигур, которые будут уничтожены в борьбе сверхдержав. Исходя из этого, парламентская партия «Альянс патриотов Грузии» годами стремилась к нейтралитету. Более того, совместно с европейскими, российскими и американскими экспертами, а также в сотрудничестве с Национальной академией обороны Австрии, Венским университетом и Институтом политики безопасности была разработана концепция нейтралитета Грузии (прилагаем ее к настоящему письму). Кроме того, масштабный опрос, проведенный «Альянсом патриотов Грузии» в 2020 году, подтвердил, что отношение населения к НАТО за последние 10 лет кардинально изменилось. Следует отметить, что за всю историю Грузии в выборах никогда не участвовало более 2-х миллионов 150-и тысяч избирателей. При этом в рамках опроса анкеты заполнили 1,2 миллиона человек, а более 900 тысяч человек записали аудио-интервью. В результате опроса стало очевидно, что 69,4% поддерживают военный нейтралитет, а 75,8% выступают за диалог с Россией. Копии всех этих аудиозаписей были переданы посольствам стран Европы и посольству США, а также Миссии ОБСЕ и заместителю генерального секретаря НАТО.
На наш взгляд, трагический конфликт в Украине наглядно показывает, что нейтралитет — наилучшее решение для таких стран, как Грузия и Украина, особенно, учитывая тот факт, что Президент Российской Федерации Владимир Путин неоднократно заявлял, что наилучшее решение для Украины – нейтралитет, а Президент Украины Володимир Зеленський «не боится обсуждать нейтральный статус», о чем он сам заявил 25 февраля. Все это подтверждает, что необходимо начать активную дискуссию о нейтралитете. В связи с этим также примечательно видео-интервью Президента Соединенных Штатов Джозефа Р. Байдена, опубликованное 19 января известным новостным порталом globalnews.ca, в котором он заявил, что «вероятность вступления Украины в НАТО в ближайшее время маловероятна», а также заявление Премьер-министра Соединенного Королевства Бориса Джонсона, сделанное им 6 марта, о том, что конфликт в Украине «не является конфликтом НАТО и не станет им». Кроме того, недавно и Канцлер ФРГ Олаф Шольц заявил, что в настоящее время планов по приему Украины в такие западные союзы, как НАТО – нет.
Осознавая всю сложность ситуации, мы призываем вас не только поддержать, но и внести действенный вклад в нейтралитет Грузии и Украины, дабы страны Запада, совместно с Россией, стали гарантами нейтралитета наших стран.
Вновь выражаем уважение Совету Безопасности ООН.

От имени 55-и политических и общественных организаций, объединенных в Единый фронт патриотов Грузии, настоящее письмо в 7-и подлинных экземплярах подписало 21 уполномоченное лицо.

1. Давид Тархан-Моурави, председатель «Альянса патриотов Грузии»

2. Ирма Инашвили, депутат Парламента Грузии двух созывов, вице-спикер Парламента Грузии 9-ого созыва

3. Нана Девдариани, депутат Парламента Грузии двух созывов, экс-омбудсмен Грузии

4. Гиорги Ломиа, депутат Парламента Грузии двух созывов, председатель парламентской фракции «Альянс патриотов Грузии» 9-ого созыва

5. Гоча Тевдорадзе, депутат Парламента Грузии трех созывов

6. Иосиф Шатберашвили, депутат Парламента Грузии одного созыва

7. Кахабер Дзаганиа, депутат Парламента Грузии одного созыва

8. Марина Молодини, депутат Парламента Грузии трех созывов

9. Важа Отарашвили, депутат Парламента Грузии одного созыва, экс-заместитель председателя Союза писателей Грузии

10. Валерий Кварацхелиа, депутат Парламента Грузии одного созыва

11. Гурам Николаишвили, экс-начальник генерального штаба ВС Грузии, генерал-лейтенант

12. Гиорги Бичашвили, депутат Парламента Грузии двух созывов

13. Отар Читанава, депутат Парламента Грузии одного созыва

14. Тамаз Даушвили, депутат Парламента Грузии одного созыва

15. Гиорги Чинчараули, депутат Парламента Грузии одного созыва

16. Амиран Такидзе, депутат Парламента Грузии двух созывов

17. Зураб Квеладзе, депутат Парламента Грузии одного созыва

18. Григол Джоджуа, депутат Парламента Грузии трех созывов

19. Элгуджа Гвазава, депутат Парламента Грузии трех созывов

20. Вахтанг Колбаиа, депутат Парламента Грузии трех созывов

21. Анзор Цоцонава, депутат Парламента Грузии трех созывов”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
ახალი ამბები

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

17:24 08-04-2025
კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
ახალი ამბები

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა

17:21 08-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved