• რეკლამა
  • კონტაქტი
04:04, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” კარგი პრორუსები არიან და “ალტ–ინფო” ცუდი პრორუსებიო – ახლა ორივე კარგი პრორუსები არიან” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
21:40 11-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,549

ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“, თქვა:

“თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ძალებია, ეს არის „ლელო“, „ნაცმოძრაობა“, „ალტ-ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ სინამდვილეში ყველა ერთი წყაროდან იღებს დაკვეთას. იგივე „პატრიოტთა ალიანსი“ რომ ავიღოთ, ასეთი შეხვედრა მახსენდება კელი დეგნანთან, მაშინ „ალტ-ინფო“ იყო ახალი შექმნილი და ნერვებს უშლიდა ქალბატონ კელის და კატეგორიულად ითხოვდა პარტიის აკრძალვას, ზოგადად, ორგანიზაციის აკრძალვას, ტელევიზიის დახურვას. ვეკითხებოდით, გუშინ მედიის თავისუფლებაზე და ჭეშმარიტ ღმერთზე გვესაუბრებოდნენ და ახლა ტელევიზია უნდა დაგვეხურა და პარტია უნდა აგვეკრძალა. არაო, ასეა საჭიროო. პირდაპირ უხეშად ითხოვდა ორგანიზაციის აკრძალვას და ტელევიზიის დახურვას. ამაზე ვუთხარით, რომ თუ პრორუსული გაწუხებთ, აქ „პატრიოტთა ალიანსია“ ამდენი ხანი, ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტია და მაგაზე რატომ არ ითხოვდი-თქო არასდროს და ეს რა გახდა. რატომ გახდა ეს თემა ასეთი აქტუალური, დაგვაინტერესა. არა, ისინი კარგი ხალხიაო. დღეს ვხედავთ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ ერთად გამოდიან და ეს „პატრიოტთა ალიანსი“ ტვ პირველზე ზის ეთერში, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაში. მანამდე, ვითომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ითხოვდა. ვითომ კი არა, მართლა ითხოვდა.

კარგი პრორუსები არიანო, ანუ მაშინ „ალტ-ინფო“ იყო ცუდი პრორუსები და „პატრიოტთა ალიანსი“ იყო კარგი პრორუსები. მერე თავისი ბინძური მეთოდები გამოიყენეს კონკრეტული კიდევ ერთი პარტიის წინააღმდეგ, როგორიც არის „ალტ-ინფო“, იქ შემდეგ თავისი ამბები მოჰყვა ამ ყველაფერს. ახლა ვხედავთ, რომ პოდკასტებში სხედან ერთად „ნაცმოძრაობა“ და „ალტ-ინფო“ და როგორც კარგი პრორუსები იყვნენ პატრიოტთა ალიანსი, ასევე კარგი პრორუსები გახდნენ, როგორც ჩანს, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები. ბოკერიას და „ალტ-ინფოს“ დისკუსია რომ გენახათ ერთმანეთში, მიხვდებოდით, რომ ესენი კარგი პრორუსები გახდნენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, სინამდვილეში, ერთი ხელიდან იღებენ ისინი დავალებებს. ერთი ხელიდან იმართებიან და ერთი ხელიდან იღებენ დაკვეთებს. ეს არის მთავარი ახსნა.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved