• რეკლამა
  • კონტაქტი
06:28, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” ახლა იტყვის, მოსკოვში ჟირინოვსკის პანაშვიდზე წავედითო, მაგრამ არავინ დაიჯერებს” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:55 04-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

ჟურნალისტებთან საუბარში ფრაქცია “ნაცმოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ თქვა – “პატრიოტთა ალიანსი” ახლა იტყვის, მოსკოვში ჟირინოვსკის პანაშვიდზე წავედითო, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს – რუსეთში იმისთვის ჩავიდნენ, რომ საქართველოში შემოიპატიჟონ.

“მოსკოვში მათ წასვლას წინ უძღოდა ნეიტრალიტეტის თაობაზე გაგზავნილი წერილი, რომელსაც 50-მდე პრორუსულმა ორგანიზაციამ თუ ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს უკვე მეორე ნაბიჯია, რაც “პატრიოტთა ალიანსის” გადაწყვეტილება არ არის – ვამბობთ “პატრიოტთა ალიანსს”, ვგულისხმობთ “ქართულ ოცნებას.”

ველოდებით პრემიერის განცხადებას. ვნახოთ დაგმობს თუ არა ამ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას. ეს ასჯერ უფრო საშიშია, ვინაიდან კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება უკრაინაში.

ესენი მოსკოვში ყოველთვის დადიოდნენ თუ დაეთრეოდნენ, მაგრამ იმ სიარულსა და ამ ჩასვლას შორის სხვაობა ძალიან დიდია. საქართველოს ბედი რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ მარცხში წყდება. ამ მარცხის შემოქმედი უკრაინელი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობაა. ვერავინ რუსეთის საქართველოში შემოყვანას ვერ ეღირსება, მაგრამ თავად ეს მცდელობა შევა, როგორც სამარცხვინო ლაქა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში. მათ შორის “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ეს შავი ლაქა იქნება – პრემიერ მინისტრმა, რომელსაც ბრტყელ-ბრტყელი საუბრები უყვარს, დაგმოს “პატრიოტთა ალიანსის” ვოიაჟი. ასევე დაგმოს პარტიის თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა.” – განაცხადა გოცირიძემ.

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved