საპატრიარქოს ცნობით, ა.წ. 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამოჩენილი პოეტი, ბატონი ტარიელ ხარხელაური მიიღო.
მისმა უწმინდესობამ ბატონ ტარიელს დაბადებიდან 80 წლის იუბილე მიულოცა, დალოცა იგი, მისი ოჯახი და დღეგრძელობა უსურვა.
ბატონ ტარიელს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის საპატრიარქო სიგელი გადაეცა.















კომენტარები