• რეკლამა
  • კონტაქტი
19:38, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,პატრიარქის არჩევნები – რისკები და ვარიანტები 28 აპრილისა და გაფართოებული სხდომისთის

ალია ავტორი - ალია
00:11 04-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში პატრიარქის არჩევის შესახებ წერს:

,,პატრიარქის არჩევნები – რისკები და ვარიანტები 28 აპრილისა და გაფართოებული სხდომისთის

წესით ამას არ უნდა ვწერდე. მაგრამ… მაგრამ…
ახლა იმაზე საუბარი, რომ პატრიარქის არჩევნა პერსონალური კი არა, ეგზიტენციალური საკითხია – უაზროა. მით უფრო მათთვის, ვინსაც წარმოდგენა არ აქვს რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ.
ვეცდები კონკრეტულ აქცენტებზე გავამახვილო ყურადღება.
იმის მიუხედავად, რომ ეპისკოპოსების უმეტესობა საკმაოდ პოლიტიზირებულია და ფიქრობენ, რომ კარგად ერკვევიან არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ბევრ სხვა ნიუანსებში – არჩევნები კიდევ სხვა საკითხია, რომელშიც ამ ქვეყანაში სულ რაღაც 5-მა ადამიანმა იცის.
„ამდენ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა“ – ეს ფრაზა არის იდიოტობა. ვინ გეგმავს არჩევნებს და როგორ – ეგ არის მთავარი. მუდამ წაგებულ არჩევნებში მონაწილეობა და სახელისუფლებო რესურსებით დახმარებით, არჩევნების ცოდნას არ ნიშნავს.
ახლა საქმეზე. ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს პატრიარქი არ უნდა გახდეს პრორუსული დაჯგუფების არც ერთი წევრი. პერსონებზე თქვენ იფიქრეთ.
„წინასაარჩევნო“ პერიოდში აშკარად ჩანდა, რომ რეაქციულ – პრორუსულ ძალებს ზურგს უკან უდგას „ოცნების“და რუსეთის ხელისუფლება. აქ შეგნებულად არ ვწერ – რუსეთის ეკლესიას, რადგან ეს შავბნელი ინსტიტუცია, რუსეთის ხელისუფლების გაგრძელებაა.
მეორე მხარეს – სტრატეგიული დაგეგმარებით მოქმედების არაფერი ეტყობა და რამდენადაც ვხვდები, მხოლოდ ერთმანეთისთვის მიცემული „პატიოსანი სიტყვის“ ამარად არიან.
მოდით ახლა განვიხილოთ ვარიანტები და რისკები.
ერთი კანდიდატი, უპირობოდ იქნება მოსაყდრე. აქ მნიშვნელოვანია კიდევ ის გააზრება, რომ ის ერთ-ერთ კადიდატი იქნება სამთაგან. როდესაც მისი მომხრეები კულტივირებენ აზრს, რომ ის უნდა გახდეს უპირობოდ პატრიარქი, იმთავითვე ცდილობენ არჩევნების გაუფასურებას და იმ მართვა-გამგეობის დებულების რომლის საფუძველზეც უნდა წარიმართოს პროცესი. თუ ეს პატრიარქის ნება იყო, რატომ სამიდან ერთ-ერთი? მაშინ პირდაპირ ერთი – არა? მოკლედ ეს დიდი ტყუილია და დიდი ფარსი.
ახლა დააკვირდით რა ჩანაფიქრია რეაქციულ ფრთაზე. მათ (ანუ რუსეთსაც და „ოცნებასაც“ ერთად) სურთ, რომ მეორე კანდიდატიც იყოს ასევე ამ ფრთის წარმომადგენელი. (ნუ მესამე კადიდატიც თავისი სურთ, მაგრამ ამდენსაც ვერ აგვარებენ.) ეს იქნება ანდრია გვაზავა თუ სხვა – ნებისმიერი „მისაღები“ პერსონა, ამას სტრატეგიულად მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია პერსექტივაში იყოს მისაღები. აქ გათვლა იმაზეა, რომ მეორე კადიდატმა გარკვეული რღვევა გამოიწვიოს „მოწინააღმდეგეთა“ რიგებში. ეს შესაძლებელს გახდის ერთ-ერთი მათგანისთვის გარანტირებულ მეორე ტურს, თუ პირველივე ტურისთვის არ მოხდა გარიგება ორიდან ერთის სასარგებლოდ. ანუ ორიდან ერთი კანდიდატი თუ დათანხმდება იყოს „ბალვანკა“. სქემა თითქოს მარტივია, მაგრამ საკმაოდ მზაკვრული და ამავდროულად საინტერესოც.
დააკვირდით, აქ არ ვსაუბრობ, იმ ძალისხმევაზე, რომელსაც ამ დრომდე ეწევა ეს ფრთა, პატრონებთან ერთად, მომხრეთა გადაბირება-მოსყიდვისთვის. ვსაუბრობ წმინდა ტექნიკურ სქემაზე.
რა ხდება მეორე მხარეს? მეორე მხარეს გათვლა აქვს მხოლოდ ერთ კანდიდატზე, რადგან „ბალვანკობას“ არ თანხმდება არავინ. რამდენად სწორია ეს? სტრატეგიულად თითქოს სწორია – ერთიანი მონოლითი არ ირღვევა, მაგრამ ტაქტიკურად არასწორი გახლავთ. იდეალური ვარიანტი იქნებოდა სამივე კადიდატი იყოს არა პრორუსული ფრთის წარმომადგენელი და არჩევნები იდეური პაექრობის პრიზმაში წარიმართოს, თუმცა ეს ვერ მოხდება. ამიტომ უმჯობესია, ორი კანდიდატი იყოს სწორედ არა პრორუსილი ფრთიდან და წინასწარ მოხდეს შეთანხმება, რომ მათგან მეტი ხმის მფლობეს დაუჭერენ სხვები მხარს. ეს იქნება სამართლიანი, მიუხედავად იმისა, რომელ ეპისკოპოსს ვის მიმართ აქვს უფრო მეტი სიმპატია. მთავარია ამ შემთხვევაში ნაკლები ხმების მქონემ და მისმა მომხრეებმა საკუთარი ეგო დაძლიონ. შესაბამისად, ამ კადიდატთან მიმართებაში „ბალვანკობაზე“ საუბარი იქნება უადგილო და ეს იქნება სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება. შესაძლოა, სხვა სახის მორიგებაც კადიდატებს და მათ მომხრეებს შორის.
მიზანი უნდა იყოს ერთი, რომ გაფართოებულ სხდომაზე მეორე ტური არ გახდეს საჭირო. რატომ? ამას ახლა არ დავწერ.
ასეთ შემთხვევაში პრორუსებს და მათ პატრონებს, გაფართოებულ სხდომამდე, მოუწევთ ორი კადიდატის მომხრეებთან მუშაობა, გადასაბირებლად.

ახლა სხვა საკითხიც. კომისიები და პირველ რიგში ხმის დამთვლელი კომისია. ამ კომისიიდან უპირობოდ უნდა იქნას გაყვანილი მეუფე საბა (გიგიბერია), მისი ქადაგებების, გამოკვეთილი პოზიციისა და თუნდაც იმ არასწორი ინტერპრეტაციების გამო, რომელიც მოვისმინეთ.
აქვე მივაქცევ ყურადღებას ერთ მნიშვნელოვან დეტალს ხმის დათვლის პროცედურასთან დაკავშირებით. არსებობს ასეთი ტექნიკა – Election hypnosis. (საარჩევნო, (ხმის დათვლის) ჰიპნოზი) მარტივად აგიხსნით: გავხსენი ბიულეტენი, რომელშიც წერია სახელი და გვარი (პირობითად) – ალექსი ალექსიძე, ვანახე მაგიდის ირგვლივ მყოფ ხუთ თუ ექვს ადამიანს. ლამის ცხვირთან მივუტანე ყველას, მეორედაც ვანახე და მერე დავდე მაგიდაზე, იმ ბიულეტენებში, რომელიც ეკუთვნის სხვა კანდიდატს – „მერაბ მერაბიძეს“ და ვხსნი ახალ ბიულეტენს. თუ „ჭამეთ“ ძალიან კარგი – ვაგრძელებ თვლას. მეორედაც ვაკეთებ იმავეს და თუ გამომიჭირეთ, ვამბობ რომ ძალიან ვნერვიულობ და არც მეტი არც ნაკლები ბიულეტენების გახსნას იწყებს სხვა, რომელიც თან ბრაზობს ჩემზე და თან რეალურად ჩემიანია. ისიც იგივეს აკეთებს. ამ დროს, სხვათა ყურადღება დუნდება, რადგან მიკერძოებული-შემჩნეული პირი უკვე ჩემოშორებულია პროცესს და ვინც აგრძელებს ის „პატიოსანია“. რატომ შევჩერდი ამ პროცედურაზე ასე დეტალურად? იმიტომ (!) და მიზეზის განვრცობას არ ვაპირებ.

არაპრორუსულ ფრთას მივანიშნებ ერთ რამესაც – მნიშვნელოვანი ის კი არ არის ვინც სცენაზე დგას, არამედ ის ტექნიკური პირები, რომელიც კულუარებში აკეთებენ საქმეს და თუნდაც ამ საარჩევნო პროცესში ერთი შეხედვით მინიმალური ვალდებულება აკისრიათ.

აქ უფრო მეტი ნიუანსების დაწერისგან თავს შევიკავებ. ერთი რამ ზუსტად ვიცი – თუ არაპრორუსულ ფრთას ექნება სწორი კომუნიკაცია და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსებს სწორად გათვლიან, ყველაფერი კარგად დასრულდება. სხვა შემთხვევაში შიოს ან ანდრიას ებარებოდეთ, უფრო სწორად კირილს და პუტინს.
ისე, სინოდის წევრები დიდ იმედებს ნუ დაამაყარებთ ბიძინა ივანიშვილზე – შორს გაიხედეთ.

მეუფე შიოს სამი თავგადაკლული მომხრე ვიცი, რომელსაც „გაპარსვას“ უპირებს.

აბა თქვენ იცით. ორი დღე გაქვთ და ვნახოთ რას იზამთ. ჰო, სული წმინდას რაც ნაკლებად ახსენებთ, მით უკეთესი. განსაკუთრებით ისინი, ვისთანაც სულიწმინდა არც კი ჩაივლის ახლოს. ისე მეეჭვება საერთოდ შეიხედოს ამ ეტაპზე ან საპატრიარქოში ან სამებაში- გაფართოებული სხდომის დროს.

არავის ჭკუას არ ვარიგებ, თუმცა იმ ინფორმაციების საფუძველზე რაც მაქვს, გადავწვიტე მინიმალური რამ დამეწერა ასე – საჯაროდ.“

თეგები: გოჩა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved