• რეკლამა
  • კონტაქტი
01:48, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პატივი უნდა სცეთ ადვოკატებს და უზრუნველყოთ მათი უფლებების სათანადოდ განხორციელების ყველა პირობა – ასოციაცია სასამართლოს

ალია ავტორი - ალია
18:18 05-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განცხადებას აქვეყნებს, სადაც გუშინ, 22 მაისს, ზურაბ ჯაფარიძის პროცესისას, ადვოკატების სასამართლოში შესვლის აკრძალვას და არა მხოლოდ ეხება და წერს:
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისათვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია თითოეული ადვოკატი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდეს თავისუფლად და შეუფერხებლად, რაც აუცილებელია სამართლიანი პროცესის (due process) უზრუნველსაყოფად დემოკრატიულ საზოგადოებაში.
როგორც კონკრეტული ადვოკატების მომართვისა და ასევე, მასობრივი მედიის საშუალებებით ასოციაციისათვის გახდა ცნობილი, 2025 წლის 22 მაისს, რამდენიმე ადვოკატს, სასამართლოს მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა. ადვოკატთა განცხადებით, ამ პროცესში, ცალკეულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხებასა და უხეშობას, ეს ყოველივე კი წარმოადგენს ადვოკატთა უფლებების დარღვევას.
გვსურს განვმარტოთ, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს, თავისუფლად იმოქმედოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში ყოველგვარი დაბრკოლებისა და შეზღუდვის გარეშე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეფერხებას, წარმოადგენს კანონდარღვევას.
შესაბამისმა სამსახურებმა, სასამართლოს ტერიტორიისა და შენობის უსაფრთხოების დაცვისას, პატივი უნდა სცენ ადვოკატებს და უზრუნველყონ მათი უფლებების სათანადოდ განხორციელების ყველა პირობა.
მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლო / Tbilisi City Court-ს ადმინისტრაციას, მომავალში, რეზონანსული საქმეების გამო (თუ სხვა შემთხვევებში), უსაფრთხოების ზომების განხორციელებასთან ერთად, შექმნან ადვოკატების შეუფერხებელი საქმიანობის პირობები, მაგალითად, ადვოკატებისათვის ცალკე შესასვლელი, რათა ადვოკატებს ხელი არ შეეშალოთ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და ამავე დროს, არ შეფერხდეს სხვა მიმდინარე სასამართლო პროცესები.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც ყურადღებით გააგრძელებს აღნიშნული საკითხის მონიტორინგს და გამოიყენებს ყველა სათანადო საშუალებას, რათა არც ერთ ადვოკატს არ შეეზღუდოს პროფესიული საქმიანობის უფლება, კანონით დადგენილ ფარგლებში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved