შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს – ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ ჯერჯერობით ყველა გარეთ ვართ საჭირო, ციხეში არავინ ვართ საჭირო,- ამის შესახებ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების ფარგლებში დააკავეს.
როგორც მან განაცხადა, სხვა პატიმრებმა უნდა გამოიყენონ შეწყალების მექანიზმი, რადგან ეს ციხიდან გამოსვლის ალტერნატივაა.
„ძალიან ბევრი რამ მაქვს სალაპარაკო. ბრძოლა ბოლომდე გრძელდება! სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა ყველა პატიმრისთვის ძალიან ემოციურია. არ ველოდი. შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს.
ვინც დარჩა, ვეტყვი, რომ ჯერჯერობით ყველა გარეთ ვართ საჭირო, ციხეში არავინ ვართ საჭირო, ვგულისხმობ ჩემს თანამებრძოლებს. ვეტყოდი, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ქვეყანას ახალგაზრდები ვჭირდებით. სხვა პატიმრებმაც დაწერონ შეწყალების შესახებ თხოვნა, ეს გამოსვლის ალტერნატივა იქნება“,- განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.











კომენტარები