• რეკლამა
  • კონტაქტი
04:02, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პატიმრების ოჯახის წევრები ომბუდსმენს სთხოვენ, მონიტორინგისთვის პენიტენციურ სისტემაში შევიდეს

ალია ავტორი - ალია
14:47 11-16-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

მას შემდეგ, რაც პატიმრები ციხეში არსებულს გაუსაძლის მდგომარეობაზე ალაპარაკდნენ, მათი მშობლები სახალხო დამცველს მოუწოდებენ, სასწრაფო მონიტორინგისთვის პენიტენციურ სისტემაში შევიდეს. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მოითხოვენ, ომბუდსმენმა დაადგინოს, რამდენი მედიკოსი ემსახურება გლდანის ციხეს, ვინ არის პასუხისმგებელი საპატიმროში შეტანილ გაფუჭებულ საკვებ პროდუქტებზე და სად არის ადმინისტრაცია, როცა ასობით ადამიანის უფლება ირღვევა.

არჩილ მუსელიანცის დედობილი ცარო ოშაყმაშვილი ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ ციხის კორპუსებს შორისაც კი განსხვავებაა და “საჩვენებელი კორპუსიც” კი არსებობს.

პირველ რიგში, ჯანდაცვასთან დაკავშირებით არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ჩაკეტილები არიან საკანში და ჰაერი მათთვის არ არის. მის საკანშ არის პატიმარი, რომელიც არის შეუძლოდ, რომესაც არ აქცევენ ყურადღებას. ასევე, საჭმელლებთან დაკავშირებით. არჩილი წერს, რომ იქ კორპუსებს შორის არის განსხვავება. არის საჩვენებელი კორპუსი, ალბათ რომელიღაცა ჩვენი პატიმარიც იმ საჩვენებელ კორპუსშია, სადაც უფრო მეტი სისუფთავეა, მეტი ყურადღებაა, უკეთესი საჭმელი, – ამბობს ცარო ოშაყმაშვილი. 

ციხეში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს სინდისის პატიმრის, ანტო ჩეჩინის მეუღლეც.

საჭმელი ნამდვილად საშინელია. ბოლოს ისიც მითხრა, რომ რამდენიმე დღეა უკვე მაღაზიიდანაც კი არ ამოუტანიათ საჭმელი, რაც დავწერეო. რა თქმა უნდა, ციხის საჭმელი საერთოდ არ იჭმევა და ვერც გაეკარება ადამიანი, რაღაცაც თუ ამოარჩევენ და შეჭამენ. ექიმებს არ ანახებენ მიუხედავად იმისა, რომ მითხრა, ბოლო რამდენიმე დღეში ძალიან გამიუარსედა მხედველობაო. ძალიან არის ანტონის მდგომარეობა გართულებული, ანასტასიაც, რომ უკვე სიცოცხლეზეა ლაპარაკი და არც კი ვიცით უკვე თუ გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა მკურნალობის შედეგადაცდა  არც კი მკურნალობენ და რაც დრო გავა, მით უფრო ნაკლებია მკურნალობის შანსიც. ამის გამო ვითხოვთ დახმარებას, კლინიკაშია ეს ორივე ადამიანი გადასაყვანი, – ამბობს მანჩო სამხარაძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved