• რეკლამა
  • კონტაქტი
18:15, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატიმარმა ქალმა შაშკინს უკანალში სადგისი გაუყარა… ქალთა ბუნტის იმ ბარბაროსულ აქტს სოზარ სუბარი შორიდან უყურებდნენ…” – რას უყვება “ალიას” ყოფილი პატიმარი ქალი

ალია ავტორი - ალია
21:19 01-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

ნანა სულავა

ემიგრაციაში მცხოვრები ირინა კვარაცხელია “ალიასთან” ციხის ბუნტს იხსენებს და ამბობს:

პოლიტიკური ვითარება შეიცვალა საქართველოში და ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილი. ისეთი დრო დადგა, რომ ყველა ერთმანეთს აბეზღებდა, ადამიანებთან ურთიერთობებიც კი საშიში გახდა. მეც სრულიად უკანონოდ და უდანაშაულოდ საქმე შემიკერეს და აღმოვჩნდი ციხეში. არც დაზარალებული მყავდა და არც მომჩივანი. მაგრამ ეკონომიკური მუხლით გამასამართლეს და სამი წელი მომისაჯეს.

მინდა, „ალიას“ მკითხველს ვუამბო იმის შესახებ, რომ სასჯელის მოხდამდე სულ სამიოდე თვე მქონდა დარჩენილი, როცა მოხდა ე.წ. ქალთა ბუნტი და მე, რომელსაც ბუნტში მონაწილეობაც კი არ მიმიღია, ერთ-ერთ ორგანიზატორად დამასახელა ადმინისტრაციამ. რას მერჩოდნენ, რა უნდოდათ, ამის გამკითხავი ვინაა.

ქალთა ბუნტის საქმე, გამოუძიებელი, თეთრი ძაფით შეკერილი დევს პროკურატურის თაროზე. ეს საქმე ციხის ადმინისტრაციამ და დეპარტამენტმა ერთად მოქსოვეს. ყველამ კარგად იცის, იმ ავად მოსაგონარ დღეს გარეთაც კი არ გავსულვარ, აღდგომის დღესასწაულისთვის ვემზადებოდი და ნამცხვარს ვაცხობდი. ხმაური რომ ატყდა და ციხეების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რომ შემოვიდა, ეს კი ვნახე, მაგრამ ის არ მინახავს, ერთ აბეზარ პატიმარს შაშკინისთვის უკანალში სადგისი რომ გაუყრია. მას სიმწრისგან ე.წ. ქალთა ზონა დაუტოვებია. ერთი სიტყვით, ვერ შეძლო პატიმრებთან საერთო ენის გამონახვა და იმიტომ მიიღო ის, რაც მიიღო. მე „მატროსოვზე“ ნამდვილი ქალთა ბუნტის მცდელობასაც მოვესწარი მანამდე, როცა ციხეეების მაშინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია შემოვიდა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ახალაია კაცურად დაელაპარაკა პატიმარ ქალებს, რა გიჭირთ, რა გაწუხებთ, მე ყველაფერში დაგეხმარებითო და პატიმარ ქალებს ისე მოექცა, რომ სულ სიხარულით გააცილეს ბაჩო ახალაია ზონიდან. ეს არის სრული სიმართლე. სხვაგან რას აკეთებდა ბაჩო ახალაია, მე არ მინახავს. მე რასაც შევესწარი, იმას ვამბობ და ამის სიმართლეში ასეულობით ციხეგამოვლილი ქალი დამეთანხმება. ახალაია უკვე წლებია, იხდის სასჯელს. შაშკინი რა, მამა აბრამის ბატკანია, მართალი კაცივით პოლიტიკურ განცხადებებს რომ აკეთებს?

განსაკუთრებით მწარედ მახსოვს შაშკინის მოადგილის, ვინმე ზარანდიას სიტყვები, ქალებს რომ უთხრა, ციხეში ჩაგალპობთო. ისინი ამ განწყობით შემოვიდნენ და მერე მიზანმიმართულად დატოვეს პატიმრები ზედამხედველებისა და უსაფრთხოების გარეშე. ყველანი გაიკრიფნენ. ქალები ყვიროდნენ, მიშა წადი, მიშა წადიო. მეტი იქ უჩვეულო არაფერი ხდებოდა.

მე კი „მატროსოვის“ გასასვლელი ალაყაფის კარებთან, სამორიგეო ჯიხურიდან ვთხოვდი, ვეხვეწებოდი მაშინდელ სახალხო დამცველს სოზარ სუბარს, შემოდით, ბატონო სუბარ-მეთქი, მაგრამ ის ხმას არ იღებდა და ელოდებოდა მოვლენების შემდგომ ესკალაციას. ის ამაგრებდა სააკაშვილის რეჟიმს და პატიმრები სულ ფეხებზე ეკიდა, მათ რა დაემართებოდათ, სულ არ აინტერესებდა. ეს ხომ ის სოზარ სუბარი იყო, რომელმაც სააკაშვილს გაპრეზიდენტება პირველმა მიულოცა, ცესკოსაც რომ დაასწრო მილოცვა. ქალთა ბუნტის იმ ბარბაროსულ აქტს, როდესაც კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმი და ათასი ჯურის პოლიციის შენაერთი შემოვიდა ზონაზე აღდგომა ღამეს, სოზარ სუბარი და სხვა დანარჩენი პოლიტიკოსები ყველაფერს შორიდან უყურებდნენ.

მადლიერებით მინდა მოვიხსენიო მხოლოდ ჯონდი ბაღათურია, რომელიც გვამშვიდებდა პატიმრებს, ნუ გეშინიათ, ქალებოო. მერე როგორ გადაგვასახლეს მატროსოვიდან, ეს შეიძლება მხოლოდ იმ სცენას შეადარო, როცა ებრაელ ტყვეებს მიერეკებოდნენ გერმანელი ფაშისტები. ეს ბარბაროსობა 21-ე საუკუნის საქართველოში ხდებოდა. არსებობს ამის ვიდეოფირები. ეს იყო საშინელება, რომელმაც წალენჯიხის ამბებიც კი გადაფარა, რაც მაშინ სააკაშვილის ჯალათებმა ჩაიდინეს პატიმარ ქალებთან.

მე მართლა არაფერს ვაშავებდი, პირიქით, მოვუწოდებდი პატიმრებს დამშვიდებისკენ, ნუ ხმაურობთ-მეთქი, ვთხოვდი. იმაზე სამარცხვინო რა უნდა ყოფილიყო, როცა ცრუ მოწმემ პროცესზე ვერ ამომიცნო და სულ სხვას დაადო ხელი. ატყდა სიცილი, ხარხარი და შერცხვენილმა თავი იმართლა, ეს მეგონა ირინა კვარაცხელიაო. რამდენი „ნასედკა“ ჰყავდა ცრუ მოწმედ შერჩეული ადმინისტრაციას, ვინ მოთვლის. სასამართლო სხდომის ოქმებში ყველას გვარებია აღნიშნული. რცხვენოდეთ მათ ამისთვის! მათ შეპირდნენ თავისუფლებას, სასჯელის განახევრებას, მაგრამ მერე რომ გააპრავეს ბუნტის საქმე, ის უბედური პატიმრები, ჩვენ რომ ხელები დაგვადეს, ყველანი გადააგდეს. ერთი დღეც  კი სასჯელი არავისთვის დაუკლიათ. მე კი, რომელსაც სამი თვე მქონდა „სვაბოდამდე“ დარჩენილი, 13 წელი დამიმატეს.

თეგები: დიმიტრი შაშკინისოზარ სუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)
ახალი ამბები

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)

13:07 07-03-2025
თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში
ახალი ამბები

თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

11:04 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved