• რეკლამა
  • კონტაქტი
06:50, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატიმარი და ოლიგარქი” – The Economist-ის სტატია სააკაშვილსა და ივანიშვილზე

ალია ავტორი - ალია
15:12 02-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

“პატიმარი და ოლიგარქი” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და არაფორმალური მმართველის შესახებ ჟურნალი “ეკონომისტი”. მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა მიმოიხილავს როგორც პატიმრობისას მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობას, ასევე მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ისტორიულ მნიშვნელობას საქართველოსთვის და წერს:

“საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. მიუხედავად პატიმრობისა, სააკაშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერად რჩება. თუმცა, სასწორზე ახლა უფრო მეტი დევს, ვიდრე ერთი ადამიანის თავისუფლება. საქართველოს მოსახლეობა ძირითადად პროევროპულია და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება და დომინირებს ადგილობრივ ხელისუფლებაში. მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია – იდუმალი ოლიგარქისა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში იშოვა…

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოუტანს დაცვას რუსეთისგან, რომელიც კავკასიას თავისი გავლენის სფეროს ნაწილად განიხილავს. თუმცა, შესაძლოა ამან დათვი გააღიზიანოს კიდეც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლება ორ მხარეს შორის მანევრირებს. ქვეყანამ მიიღო ათიათასობით რუსი დევნილი და თავშესაფრით უზრუნველყო უკრაინელებიც. გარდა ამისა, მან პუტინის რამდენიმე ცნობილი კრიტიკოსი არ შეუშვა საკუთარ ტერიტორიაზე და უარი თქვა დასავლეთის სანქციების რეჟიმთან შეერთებაზე, რის შედეგადაც რუსეთთან გაზრდილი ვაჭრობით სარგებლობს. უფრო მეტიც, ის აჭიანურებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის აუცილებელი კრიტერიუმების შესრულებას.

წლევანდელმა კენჭისყრამ შეიძლება განსაზღვროს, ადასტურებს თუ არა საქართველო თავის ევროპულ მისწრაფებებს და ამით ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, თუ რუსეთის მიერ შთანთქმის გზაზე დგება.” წერს გამოცემა.

წყარო – მთავარი არხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved