• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პასუხის პასუხი” პრემიერ გახარიას – არ წაგიცდეთ ხელი და ჩვენი გუნდის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები სადმე არ გამოაქვეყნოთ, თორემ მძიმე პასუხს აგებთ თქვენს ქმედებებზე“

ალია ავტორი - ალია
13:49 09-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის ფაქტზე  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  რეაგირებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. ვაშაძე ქმედებას მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს, რადგან დამსხვრეული ოცნებების მთავრობას  აღნიშნულ საქმეესთან დაკავშირებული არცერთი ფაქტი დღემდე არ გამოუძიება და უფრო მეტიც, არცერთი შატაჟისტი არ დასჯილა.

„ხელთ მაქვს პირადი ცხოვრების ამსახველ საქმეებთან დაკავშირებული უამრავი ფაქტი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს  დღემდე არ გამოუძიებია. გუშინ ბატონმა ე.წ. პრემიერმა მოგვიწოდა, რომ ამ უმოქმედო სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგვემართა, რომელსაც მსგავსი ტიპის  საქმეები თაროზე აქვთშემოდებული და  გამოძიებაზე არც ფიქრობენ. მე მას ვეკითხები: ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ თქვენ ვინმე გენდობათ ან თქვენს მიერ პოლიტიკურად მართულ სამართალდამცავ ორგანოებს?

თქვენი რეაქცია ძალიან კონკრეტულად მიუთითებს თქვენი მთავრობის კონკრეტულ ინტერესებზე, როგორც ჩანს თქვენ ხართ ამ შანტაჟის უკან, როგორც ჩანს სწორედ თქვენი გუნდია ჩართული პერსონალური ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟში, – აცხადებს ვაშაძე და სამართალდამცავ ორგანოებს უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ , „სტრატეგია აღმაშენებლის“   წევრიც, რომელზეც განხორციელდა შანტაჟი, სწორედ ამ ნულოვანი ნდობის გამო არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.

„ხელი ნუ წაგიცდებათ და ამ კანონდარღვევას ნუ ჩაიდენთ. 31 ოქტომბერს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება პირველი რასაც გავაკეთებ, სწორედ აი ამ  ტიპის დანაშაულებს ერთხელ და სამუდამოდ აღვკვეთ საქართველოში. ყველა, ვინც აქამდე იყო მსგავსი ტიპის სიბინძურეში  ჩართული პასუხისგებაში მიეცემა და მომავალში ყველას ეცოდინება, რომ არავის  გაუვა  მსგავსი მცდელობაც კი. მივმართავ საზოგადოებას: ხომ ხედავთ, რომ წნეხის ერთადერთი  გზა  ხელისუფლებაზე   საჯაროდ საუბარია  და მოგიწოდებთ ყველას, ვის მიმართაც ასეთი ტიპის შანტაჟი ხორციელდება, ვის მიმართაც მგავსი ტიპის დაშინებას აქვს ადგილი გამოდით და ისაუბრეთ ამის შესახებ, ყველას გვერდში დაგიდგებით და იცოდეთ, რომ არ მიგატოვებთ არცერთ შემთხვევაში და ჩვენ  ვაიძულებთ აი ამ მავნებლებს ხელი აიღონ ასეთი კანონგარეშე ქმედებისგან. არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხოელების, საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების  მხრიდან არაერთი განცხადებისა და მოთხოვნისა, ჩვენი მხრიდან მიმართვის მიუხედავად საგამოძიებო უწყებებს პირად ცხოვრებასთან დაკვშირებული არც ერთი საქმე არ გამოუძიებია. ვინმეს ნუ ექნება ილუზია, რომ ახლა გამოიძიებენ ესენი ამ საქმეს?“, – აცხადებს ვაშაძე და პრემიერ გახარიას მიმართავს. 

„ბატონო გახარია კიდევ ერთხელ  გაფრთხილებთ, თქვენი შანტაჟის არავის  ეშინია და  იცოდეთ, საზოგადოების ნდომა თქვენს მიმართ ნულია. დიახ, მე ვთანამშრომლობ კერძო გამომძიებლებთან და დეტალურად ვიძიებთ აღნიშნულ საქმეს. არ წაგიცდეთ ხელი და ჩვენი გუნდის წვერს არ გამოუქვეყნოთ რაიმე მასალა, თორემ ძალიან მძიმე პასუხს აგებთ თქვენს ქმედებებთან დაკავშირებით.  ბრიფინგებს სწორედ, ამ მიზნით ვაკეთებ, ეს არის გამაფრთხილებელი და ერთადერთი გზა, რომელიც თქვენზე მუშაობს, სხვა არც ერთი მექანიზმი თქვენზე არ მუშაობს გარდა საჯარო წნეხისა, ამ საჯარო წნეხს კი, ჩვენ სრულად გამოვიყენებთ და აუცილებლად გვექნება რეაქცია ყველა მსგავსი ტიპის უკანონობაზე, რაც შეიძლება თქვენ ჩაიდინოთ. მესმის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს მზარდი რეიტინგი და ეს გაწუხებთ, ამიტომ  გადახვედით ასეთი ტიპის შანტაჟსა და  შევიწროებაზე. ჩვენ არ გავჩერდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან თქვენ ხართ ჩვეულებრივი დამნაშავეები, რომლებიც მოკალათებული ხართ ხელისუფლებაში და უბრალოდ უნდა გაგისტუმროთ 31 ოქტომბერს  და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved