• რეკლამა
  • კონტაქტი
05:59, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარტიის პასუხი – “სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში”

ალია ავტორი - ალია
17:55 06-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
765

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ბრიფინგით გამოეხმაურა და თქვა:

„პუტინისტური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს მან შეძლო და რუსულ ორბიტას მთლიანად მოწყვიტა საქართველო და წავედით წინ დიდი ნაბიჯებით ევროპისკენ, დასავლეთისკენ. ამის შემდეგ იყო უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ ბრძოლა, პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვება და მერ დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე მქონდა რწმენა და ამას ყველა საჯარო გამოსვლაში ვაფიქსირებდით, ვამბობდით და ვაფიქსირებთ, რომ ცხადია პრეზიდენტ სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის და რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, მთავარია მის ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს ამ რეჟიმის დამარცხებაში.

სხვათა შორის მე მოვისმინე მოღალატეობრივი განცხადებები როგორც რიჟვაძისგან, ვოლსკისგან და ასევე კობახიძისგან, ეს მართლა ლაჩრები, მშიშარები, ერთ დაძახებაზე მართლა მათი ლანდი რომ არ იქნება, აკრიტიკებენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც 2008 წელს ჩვენს გმირ ბიჭებთან ერთად უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია პუტინის რეჟიმს და მეტიც, რომ არა პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ არა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მათი ამოცანა იყო თბილისის აღება და ყველას კარგად ახსოვს პუტინის შეთავაზება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი წასულიყო დედაქალაქიდან, დაეტოვებინა ქვეყანა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი სიცოცხლე და მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის არც ქვეყანა დატოვა და არც მისი ხალხი არ მიატოვა. სწორედ ამიტომ არის, რომ რუსული რეჟიმის მიერ იდევნება პრეზიდენტ სააკაშვილი და არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილი, არამედ იდევნება ყველა ოფიცერი, ყველა მებრძოლი, ვინც იბრძვის და იბრძოდა პუტინის  რეჟიმის წინააღმდეგ, თუ საქართველოში და თუ უკრაინაში. რუსული რეჟიმი დევნის ყველას, ვინც წინააღმდეგობას უწევდა და უწევს პუტინის რეჟიმს, ამიტომ ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

“ბოლო წვეთი იყო… დღეიდან ამას ვაპირებ” – სააკაშვილი

თეგები: ლევან ხაბეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved