პარტიებთან დაკავშირებული კითხვა საერთოდ არ ეხება ისტორიის სახელმძღვანელოს ეგ სამოქალაქო განათლების საგანში შეჭრაა – გერმანიაში მცხოვრები ქართველი ისტორიკოსი თამარ სოხაძე-ბაუერი გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ დამუშავებულ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციის განთავსებას ეხმიანება:
„ქველმოქმედება იქით იყოს…
ისტორიის საგანიც მისწავლებია გერმანიაში, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს.
ისტორიის სახელმძღვანელოში საუბარი უნდა ყოფილიყო ოცნების მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე. მათ ავ-კარგიანობაზე ტექსტში უნდა იყოს გამოთქმული ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ცუდია თუ კარგია ბავშვებმა უნდა შეაფასონ.
პარტიებთან დაკავშირებული კითხვა საერთოდ არ ეხება ისტორიის სახელმძღვანელოს ეგ სამოქალაქო განათლების საგანში შეჭრაა.
გარდა ამისა ახალი პარტიების მოფიქრების დავალებას საერთოდ არ ვაძლევთ. არსებულებს წარმოადგენენ ხოლმე ბავშვები და თანაც საფუძვლიანად, რაც საშუალებას მისცემდა მათ თუნდაც “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული ცვლილებების შეფასებაში.
თუ საქართველოში ახალი პარტიების შექმნა გაინტერესებთ გასაგებია, მაგრამ ეს ისტორიის საგნის დავალება არაა,“- წერს თამარ სოხაძე-ბაუერი.
კომენტარები