• რეკლამა
  • კონტაქტი
13:52, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარტია ვერ შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით, სტრატეგია და გეგმა მათ შორის, საპროტესტო აქციების დაორგანიზება გვჭირდება – ლევან ბეჟაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:42 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

„ნაციონალური მოძრაობა” ვერ შეეგუება, რომ პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდეს – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც ესწრებოდა, რაც მისი თქმით, ჩვეულებრივი ამბავია.

„საზოგადოება ხედავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არაადამიანური მოპყრობა დღემდე გრძელდება. დღემდე არ უზრუნველყვეს, რომ ამ ადამიანს სამედიცინო მომსახურება გაეწიოს. ყველა ექიმი, ყველა კონსილიუმი ამბობს, რომ შეუძლებელია ამ პირობებში, ამ ვითარებაში, ამ აღჭურვილობის პირობებში, ქვეყნის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ნორმალური მკურნალობის განხორციელება. ამიტომ ერთადერთი შესაძლო გამოსავალი უნდა იყოს ის, რომ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მოხდეს და შესაბამისად, მოხდეს სასჯელის მუხლის გადავადება, მაგრამ ხელისუფლებას განზრახული აქვს მისთვის პირდაპირ წამებასთან გათანაბრებული სტატუსის შენარჩუნება, იმიტომ, რომ მათთვის მთავარი არის ახლა, პუტინი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამიტომ ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ, ან უნდა ავიმაღლოთ ხმა და გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ან უნდა შევეგუოთ პუტინის მმართველობას.

პოლიტსაბჭოს სხდომა სწორედ იმიტომ არის მოწვეული, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი სტრატეგია ჩამოვაყალიბოთ. ბუნებრივია, პარტია ვერ შეეგუება, რომ პარტიის ლიდერი, ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდეს და ჩვენ ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით, სტრატეგია და გეგმა გვჭირდება, მათ შორის, საპროტესტო აქციების დაორგანიზება და ა.შ. იმავდროულად, გიული ალასანიას პარტიაში მოსვლა ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ, რომ პარტია არა თუ დაფუძნებული არის მიხეილ სააკაშვილის მიერ, არამედ ის ერთ-ერთი ლიდერია. შესაბამისად, მისი აზრი, მისი პოზიცია განმსაზღვრელი იქნება პოლიტსაბჭოსთვის. სამუშაო რეჟიმია და პირველი მოსვლა და პირველი შეხვედრა არ არის,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ipn.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved