პარტია “დროა”განათლების სამინისტროსთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვენ. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.
“ბიძინა ივანიშვილმა როგორც ჩანს, დაიწყო კიდევ უფრო შორეულ მომავალზე ფიქრი და ახალი თაობისთვის ტვინის გამორეცხვას ცდილობს. ყველაზე დაცულ სივრცეში, სადაც თაობამ რეალური ფაქტები უნდა იცოდეს… ალბათ მალე ისე ვიზამთ, რომ ჩვენს შვილებს საზეპიროდ ექნებათ ბიძინას ბიოგრაფია სასწავლი”,- ამბობს გიგა მაქარაშვილი.
“დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პროტესტს სხვადასხვა ფორმა ექნება.
კომენტარები