• რეკლამა
  • კონტაქტი
18:48, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პარლამენტთან პროტესტის მონაწილეთა იდენტიფიკაციისთვის “ქართული ოცნება” ჩინურ ვიდეოსათვალთვალო კამერებს იყენებს” – “სამოქალაქო იდეა”

ალია ავტორი - ალია
14:19 03-15-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
417

ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” განცხადებით, ბოლო თვეებში პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებული კამერების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, პროტესტის მონაწილეთა იდენტიფიკაციისთვის კი “ქართული ოცნება” ჩინურ ვიდეოსათვალთვალო კამერებს იყენებს.

მათი თქმით, სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით,  2025 წლის იანვარ-თებერვალში 112-მა ჯამში 485 877 ლარის ღირებულების ჩინური კამერა შეიძინა. კერძოდ,

  • 2025 წლის 30 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-მა შპს “ჯი ეს სი”-სგან შეისყიდა 155 977 ლარის ღირებულების 35 კამერა, რომელიც წარმოებულია Zhejiang Dahua Vision Technology Co., Ltd-ს (იგივე Dahua) მიერ.
  • 2025 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „112“მა შპს „ჯი ეს სი“-სგან შეისყიდა 329 900 ლარის ღირებულების 100 მართვადი კამერა, რომელიც წარმოებულია ჩინური კომპანია Dahua-ს მიერ.

„სამოქალაქო იდეას“ წინა კვლევის მიხედვით, 2019-2024 წლებში სამინისტროებმა და მათმა ქვეუწყებებმა ჩინური კამერების შესყიდვებზე ჯამში 252 390 ლარი დახარჯეს. ამასთან, 112-ის მიერ, მხოლოდ 2025 წლის იანვარ-თებერვალში თითქმის ორმაგი ღირებულების კამერების შეძენა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისისს კომუნისტური ჩინეთისთვის დამახასიათებელი „პოლიციური სახელმწიფოს“ მეთოდებით „მართავს”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

მათი თქმით, ჩინური სათვალთვალო კამერები მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს. კერძოდ:

  • ჩინეთის ტექნოლოგიების მწაროებელ მსხვილ კომპანიებს, მათ შორის Dahua-ს, მჭიდრო კავშირები აქვთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. მაგალითისათვის, მიუხედავად იმისა, რომ Dahua ოფიციალურად კერძო კომპანიას წარმოადგენს, მისი დამფუძნებლები და დირექტორები კომპარტიასთან აქტიურად თანამშრომლობენ. Dahua-ს ერთ-ერთმა მეწილემ, ფუ ლიქუანმა 2018 წელს ერთ-ერთ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კომუნისტური პარტიის ლოზუნგის – „ყოველთვის მიჰყევი პარტიას“ („Always Follow The Party“) მნიშვნელობას.
  • ჩინურ კომპანიებს, მათ შორის ტექნოლოგიურ კომპანიებს, ეროვნული დაზვერვის კანონის შესაბამისად, ევალებათ ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობა. შესაბამისად, ჩინური კამერების მიერ შეგროვებული ინფორმაცია, შესაძლოა, ჩინეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს.
  • ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების სისტემები შეიცავენ ისეთ მოწყვლად ელემენტებს, რომლებიც კიბერშეტევების განხორციელების შესაძლებლობას ქმნის.
  • ჩინური სათვალთვალო კამერები ხშირად გამოიყენება ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ მოქალაქეებზე კონტროლისა და თვალთვალის მიზნებისთვის.

ორგანიზაციის ცნობით, ამ გამოწვევების გამო, დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა კომპანია Dahua-ს მიერ წარმოებული კამერების გამოყენება აკრძალა. მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნული კომპანიის ტექნოლოგიები რამდენჯერმე აიკრძალა:

  • ამერიკის კომერციის დეპარტამენტმა, 2019 წელს, უიღურთა იძულებითი შრომის პრევენციის აქტის ფარგლებში, Dahua შავ სიაში შეიტანა.
  • 2021 წელს, ამერიკის ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ Dahua ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის წარმომადგენელი ორგანიზაციების სიაში დაამატა.
  • 2022 წელს, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა Dahua ჩინეთის „სამხედრო კომპანიად“ დაასახელა.

“ნიშანდობლივია, რომ დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ Dahua-ს პროდუქციის აკრძალვის ფონზე, „ქართული ოცნება“ სულ უფრო ინტენსიურად იყენებს ჩინურ სათვალთვალო კამერებს. საქართველოს მოქალაქეების თვალთვალისა და დაშინების მცდელობები სამეთვალყურეო ტექნოლოგიების მეშვეობით წარმოადგენს „ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლის კიდევ ერთ გამოხატულებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved