ფოტო – ტვ პირველი
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – ჟიული შარტავას დარბაზის შესასვლელთან ამ წუთებში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები არიან შეკრებილი. არცერთ მათგანს კომიტეტის სხდომაზე, სადაც “ოცნების” რუსული კანონის განხილვა უნდა დაიწყოს, დასწრების უფლებას არ აძლევენ.
პარალელურად, კომიტეტზე შეიყვანეს “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები.
ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, მესამე სექტორის წარმომადგენლები დარბაზში შეიყვანონ. თუმცა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
კომენტარები