• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტში დღეს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ

ალია ავტორი - ალია
10:39 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პარლამენტში დღეს ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან. „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძე სესიაზე მისი უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს და ასევე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, კანონმდებლების კითხვები ძირითადად პანდემიას და მისგან მომდინარე გამოწვევებს შეეხება.

პარტიების „გირჩის“, „მოქალაქეებისა“ და „ევროპელი სოციალისტებისგან“ განსხვავებით, პლენალურ სხდომაზე დასწრებას არ აპირებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის უმრავლესობა.

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადების, მისი კითხვები საწოლფონდსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პროცესს შეეხება.

„მინისტრ ტიკარაძეს აუცილებლად მოვუსმენ, კითხვა ბევრი მაქვს, დაკავშირებული იქნება ამ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან, ჩვენი მოქალაქეების წუხილთან, რაც არის დაკავშირებული აცრებთან, უხარისხო ჯანდაცვის სისტემასთან, მათ შორის წამლების ფასებთან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„გირჩის“ წარმომადგენელი, ვახტანგ მეგრელიშვილი ნეგატიურად აფასებს პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ ეკონომიკურ შეზღუდვებს და მისი ერთ-ერთი კითხვა გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას შეეხება.

„ჩვენ გვექნება კითხვები კომენდანტთან დაკავშირებით და იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც ჯანდაცვის მოტივაციით არის დაწესებული. „გირჩი“ ალბათ არის ერთადერთი პარტია, ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომელიც რადიკალურად ნეგატიურად აფასებდა იმ ეკონომიკურ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიისგან გამომდინარე არის დაწესებული“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ჯანდაცვის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ექნებათ კითხვები მმართველ გუნდშიც. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, გიგი მიქანაძის შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტრო მაღალპროფესიულად უძღვება პანდემიასთან ბრძოლას.

„ყურადღება გამახვილებული იქნება პანდემიასთან ბრძოლის საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე. ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად მაღალპროფესიონალურ დონეზე მობილიზებულია და ახორციელებს საერთო პოლიტიკას, რომლითაც სახელმწიფო მართავს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცესებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved