პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩია. დასახელებული ორი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა – 100 ხმა.
კენჭისყრის შედეგები ასეთია: გიორგი კალანდარიშვილი – 82 – მომხრე, 8 – წინააღმდეგი;
გიორგი სანტურიანი – 2 – მომხრე, 10 – წინააღმდეგი.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნი კანდიდატებიდან, თუ 2 მცდელობის შემდეგ ვერ იქნება არჩეული თავმჯდომარე, ხმების რაოდენობა შემცირდება და 90 ადამიანის ხმაც საკმარისი იქნება, თუ ამაზეც ვერ მიაღწიეს კონსენსუსს, ამ შემთხვევაში პარლამენტმა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს 76 ხმით.
კომენტარები