პარლამენტებმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მათი უფლებამოსილება არ შეაჩერა. კენჭისყრაში „ქართული ოცნება“, „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“ მონაწილეობდნენ. რეგლამენტის მიხედვით, კანონმდებლებმა თითოეული დეპუტატის განცხადება ინდივიდუალურად განიხილეს.
მანამდე „გირჩმა“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა არ დაუჭიროს მხარი ოპოზიონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. როგორც „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს და კრიზისი, შესაძლოა, შეუქცევადი გახადოს.
კომენტარები