• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა და ჩააგდოს რუსული კანონი – საზოგადოებრივი ორგანიზაციები

ალია ავტორი - ალია
19:17 03-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს კვლავ უყრის კენჭს და ოფიციალურად ჩააგდებს, ასევე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული:

მადლობა ახალგაზრდებს, ქალებს, მშრომელებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, კულტურის და სპორტის წარმომადგენლებს, მეღვინეებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ყველას, ვინც დგას ისტორიის სწორ მხარეს და ხელისუფლების ძალადობისა და რეპრესიის პირობებში თავის აზრს გამოხატავს! რუსული კანონის მიღებისა და ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ საზოგადოების შეუპოვარმა ბრძოლამ პირველადი შედეგი გამოიღო.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის 78-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორის განცხადებით, ეს კანონი არის დიდი რუსული კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის; პარლამენტში რუსული კანონის განხილვა კი ყველა მოქალაქის ღირსებას ლახავს და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რაც საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა.

ამ კანონის პირველი მოსმენით მიღება იყო ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტიდასავლური კამპანიებისა და ევროპული ინსტიტუტების მუდმივი დელეგიტიმაციის პირდაპირი გაგრძელება.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არ არსებობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა, შესაძლებელია მხოლოდ მისი ჩაგდება პლენარულ სხდომაზე. შესაბამისად, აუცილებელია, რომ პარლამენტმა რუსულ კანონს კვლავ უყაროს კენჭი და ჩააგდოს ის, ხოლო რუსული კანონის მეორე ვერსია, რომელსაც კენჭი არ ეყარა, ინიციატორებმა ოფიციალურად გაიწვიონ. ეს იქნება ოფიციალური ბოდიში ქართველი ხალხისადმი.

ამრიგად, მოვითხოვთ:

–   პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს კვლავ უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს;

–  დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა და ქუჩებში საქართველოს და ხალხის ღირსების შემლახავ რუსულ კანონს აპროტესტებდა.

განცხადება ღიაა შემოერთებისთვის ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიისთვის.” ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

თეგები: არა რუსულ კანონს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved