• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, ორშაბათი, 15 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის გიორგი წიკლაურის წარდგენაზე

ალია ავტორი - ალია
15:45 08-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ ვიყავი თეთრიწყაროში  და მახსოვს, აქ ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ეს ღონისძიება დაიგეგმა როგორც მთავრობის უდიდესი ჩართულობით, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის, კულტურული მემკვიდრეობის დამცველი სხვადასხვა აქტივისტების, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მეშვეობით. აქ წარმოდგენილი იყო ის უდიდესი სიმდიდრე,  კულტურული ძეგლები, რომელიც თეთრიწყაროს, და მთლიანად, მუნიციპალიტეტს გააჩნია. იყო ხალხმრავლობა და მე პირადად,  ოჯახთან ერთად ვიყავი. მახსოვს, ჩემი შვილები როგორი ბედნიერები იყვნენ, როდესაც საინტერესო სიახლეები ნახეს და გაეცნენ.

 ბევრი რამ შეგვიძლია, წიგნით გადავცეთ მათ, სკოლაშიც ისწავლონ, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც საკუთარი თვალით ნახავენ  ამ ყველაფერს და ნახავენ ბავშვობიდანვე. აღსანიშნავია, რომ  ეს კუთხე განსაკუთრებით გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით- ფიტარეთის მონასტერი, ნადარბაზევი, სამშვილდეს ნაქალაქარი. ეს  უდიდესი სიმდიდრე აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ ნახოს.

ჩემთვის ასევე  სასიამოვნო და გასაკვირი იყო, როდესაც ამ ღონისძიებაზე ვნახე ქართული პროდუქცია,  რომელიც მრავალფეროვანი იყო -აქ დამზადებული  საყოფაცხოვრებო ნივთები და სუვენირები. არაერთი საწარმოა დაფინანსებული პროგრამით  „აწარმოე საქართველოში“.

საკმარისია? რა თქმა უნდა, არა. როდესაც რეგიონს ამხელა პოტენციალი აქვს, უფრო მეტი უნდა დაფინანსდეს და ამისთვის ყველანაირი ინსტრუმენტი არსებობს, რაც  საშუალებას მოგცემთ   თქვენი ყველა იდეა, პოტენციალი სრულიად იქნას გამოყენებული. ეს კუთხე ნამდვილად გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, ეთნიკური მრავალფეროვნებით,  რომელიც უდიდესი სიმდიდრეა არა მხოლოდ ამ კუთხის, არამედ, მთლიანად, საქართველოს მოსახლეობის.

რამდენიმე სიტყვით, მინდა, ჩვენს კანდიდატზე: როდესაც გავიგე, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს ყველასთან, ისწავლა აზერბაიჯანული და სომხური ენები, ძალიან დავაფასე და ნამდვილად მეამაყებოდა, რადგან, პირველ რიგში, ეს მიუთითებს, თუ რამდენად მზად არის ეს ადამიანი, უშუალოდ, შუამავლების გარეშე მოისმინოს და შემდეგ  იზრუნოს ადგილობრივების პრობლემების გადაჭრისათვის. გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელია, თუ არ იქნება ძლიერი გუნდი ძლიერ მერთან ერთად.  აუცილებელია თქვენი აქტივობა არჩევნებზე, თქვენი მხარდაჭერა, რომ ძლიერი „ქართული ოცნების“ გუნდი, კიდევ ერთხელ იქნას ძალიან დამაჯერებლად  წარმოდგენილი მუნიციპალურ არჩევნებზე და გავაგრძელოთ ის განვითარება, რომელიც დაწყებულია და აუცილებლად მიგვიყვანს სანატრელ ოცნებასთან, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის წევრობა, რადგან ყველა მუნიციპალიტეტი, არა მხოლოდ ზოგადი რეფორმები, არამედ ყველა მუნიციპალიტეტი უნდა გახდეს ევროპული ყაიდის მუნიციპალიტეტი.

ჩვენ მომავალი 3 წელი  ბევრი სამუშაო გვაქვს, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, რომ შევძლოთ 2024 წელს განაცხადის წარდგენა და საბოლოო მიზნის მიღწევა, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია.“

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved