• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატის ლევან ანდრიაშვილის წარდგენაზე

ალია ავტორი - ალია
21:53 08-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჩვენ დღეს ვიმყოფებით მეფე ერეკლე სასახლეში, რომელმაც ქართველ ხალხს დაუბრუნა რწმენა ძლიერი საქართველოსი. გუშინ, დიდგორობა აღვნიშნეთ, დღე, რომელიც ნამდვილად საამაყოა თითოეული ქართველისთვის – ბრწყინვალე გამარჯვების დღე. სანამ თელავში ჩამოვიდოდით,  ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას, მის მემორიალთან პატივი მივაგეთ. საუკუნის წინ თუ უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყნის გმირებმა, შექმნეს ბრწყინვალე საფუძველი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ ოკუპაცია და გავაგრძელოთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. წინ ბევრი გამოწვევაა და აუცილებელია, ერთობით შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება.

თელავი განსაკუთრებულად გამორჩეულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი. გარკვეული პერიოდის წინ, ჩემს უცხოელ მეგობრებთან ერთად, გია ალხანაიძის თელავური ლუდის დასაგემოვნებლად ვიმყოფებოდით, მათ ვმასპინძლობდით. მათ ასეთი რამ მითხრეს, თელავში რომ ვსეირნობთ – ევროპულ ქალაქში ვართო. ჩემგან პასუხიც შესაბამისი იყო  – დიახ, ეს ევროპული ქალაქია, ეს ქართული ქალაქია, შესაბამისად, ევროპული ქალაქია.

ჩვენ უნდა  გვქონდეს მიზანი, რომ უფრო ძლიერი გავხადოთ ყველა რეგიონი. ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი მერი, ძლიერი საკრებულო. აუცილებელია მხარდაჭერა  გამოვუცხადოთ გუნდს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში თავისი ხელი დაატყო ყველა რეგიონს. თელავი ნამდვილად გამორჩეულია ამ კუთხით –  მხოლოდ მეღვინეობაზე რომ არ ვისაუბროთ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი და პირველია, აქაურობა გამორჩეულია ხელოვნების, კულტურის, სპორტის კუთხით.

თელავის საერთაშორისო ჩოგბურთის ტურნირმა უკვე სახელი დაიმკვიდრა მსოფლიოში. აქ აშენდა ბრწყინვალე, საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი,  უნივერსიტეტი, სადაც მეც მომეცა ბედნიერება, რამდენიმე საჯარო ლექცია წამეკითხა, ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი, სადაც ბრწყინვალე წარმოდგენები იმართება.  ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ თელავი გავხადოთ არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ტურიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.

ჩვენ გვყავს  მერობის ძლიერი კანდიდატი, ძლიერი გუნდი საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს, ერთმანეთს მივულოცავთ გამარჯვებას. თელავი გაიმარჯვებს.

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved