• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე

ალია ავტორი - ალია
15:04 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

მთელი სტუდენტობა ლაგოდეხში გავატარე, ვესწრებოდი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ეს ულამაზესი  ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა არა მხოლოდ ამ მხარის, არამედ, მთელი საქართველოსთვის.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორია  110 წლის გახდება მომავალ წელს, იგი  ერთ-ერთი ყველაზე ძველი დაცული ტერიტორიაა და რაც მთავარია, მოვლილია და ეს იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გარემოს დაცვაზე ზრუნვის კუთხით პირველივე დღიდან აქვს. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ასეთი სიმდიდრე გაგაჩნია, ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენო. სხვადასხვა დროს, რამდენიმე ოჯახურ სასტუმროში გავჩერებულვარ და ვხედავდი, რომ ყოველ წელს მომსახურების მრავალფეროვნება იზრდებოდა. ეს არ არის საკმარისი, გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს მუნიციპალიტეტს.  მეტი შესაძლებლობა უნდა შევქმნათ, ამიტომ ჩვენი გუნდის მოლოდინია, რომ მერი და საკრებულო უფრო მეტად იაქტიურებს მოსახლეობასთან, ბრწყინვალე ახალგაზრდებთან, რომლებთანაც მეც მქონია შეხება. ისინი პარლამენტში გვსტუმრობდნენ, გარემოს კომიტეტში და ბევრი საინტერესო იდეა,  პროექტი წარმოუდგენიათ. აუცილებელია, მათი ჩართულობით კიდევ უფრო საინტერესო შესაძლებლობები  გავაჩინოთ ლაგოდეხისთვის. ბევრია გაკეთებული, რასაც გავეცანი – ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი სკოლები, ამბულატორიები, თუმცა, ვიცი, არის გამოწვევებიც, რომლებიც აუცილებელია, მალე  დაძლეულ იქნას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, არა მხოლოდ აქ, არამედ სხვადასხვა რეგიონში, არის 24 საათიანი წყლით მომარაგება. მიმაჩნია, რომ ეს ის პრობლემაა, რომელსაც ერთხელ და საბოლოოდ უნდა დავუსვათ წერტილი  და მე ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრს ეს პრიორიტეტად აქვს აღებული. საქართველოში, რომელიც წყლის რესურსით მდიდარი ქვეყანაა, ჯერ კიდევ რჩება გარკვეული სოფლები, სადაც ეს პრობლემა უნდა დავასრულოთ. ამის იმედს მაძლევს ძლიერი გუნდი, როგორც მერობის კანდიდატი, ასევე, საკრებულოს წევრები, რომლებსაც მხარდაჭერა  ცენტრალური ხელისუფლებისგან აქვთ და  ჩვენ შევძლებთ არსებული  გამოწვევების გადალახვას.

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved