• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს

ალია ავტორი - ალია
11:05 09-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

დღეს პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას იწყებს. პროექტის განხილვა დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტში დაიწყო, რომლის დასკვნაც სავალდებულოა, დღესვე საკითხი გავა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც წამყვან კომიტეტად განისაზღვრა.

ცვლილებების პროექტი სავარაუდოდ, დღესვე გავა პლენარულ სხდომაზეც. მომავალი სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი იწერება, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალური მუხლი რეგლამენტის გარდამავალ დებულებებს დაემატება. შესაბამისად, მმართველ გუნდში მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, ომბუდსმენის არჩევის დროებითი წესი იმ კანდიდატებზე გავრცელდება, რომელთა შორის ერთ-ერთს პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე 2022 წლის დეკემბერში აირჩევს.

პარლამენტის რეგლამენტის დროებითი წესის მიხედვით კი, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებას გამოსცემს და სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები კანონმდებლებს სწორედ იმ წესით წარედგინება, რასაც თავის მხრივ თავმჯდომარე საკუთარი ბრძანებით დაადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, წარდგენამდე კანდიდატურები სამოქალაქო საზოგადოების – მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მიერ შეფასდებიან.

პარლამენტის რეგლამენტის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული იქნება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც თავის მხრივ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, კეთილსინდისიერებას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონას გულისხმობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ქართული ოცნება“ მზაობას გამოთქვამს მხარი დაუჭიროს პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, პარლამენტი სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს. პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი ძირითადი ნორმა ომბუდსმენის არჩევის შემდეგ წესს ითვალისწინებს: სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურებს პარლამენტს ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 7-კაციანი ჯგუფი წარუდგენს.

პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით (90 ხმა) ირჩევს. კენჭისყრა ფარულია.

თეგები: განხილვასაქართველო პარლამენტისახალხო დამცველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved