• რეკლამა
  • კონტაქტი
22:53, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტარებს შორის დაძაბულობაა – “დეპუტატების ნაწილი საჩივლელად კობახიძესთან დარბის, ნაწილი – ღარიბაშვილთან…”

ალია ავტორი - ალია
22:36 04-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,799

 

ანი დვალიშვილი, ალია

არეულობაში, ღარიბაშვილმა გადასარევად იმოქმედა და დავით ზალკალიანი მოხსნა.  ჰო, საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკაში კი წავიდა ელჩად, მაგრამ ეს მოხსნა იყო და არაფერი სხვა, რადგან ზალკალიანი ძვალივით ჰყავდა გაჩხერილი ყელში ხელისუფლებას და ვერაფერს უხერხებდა. ის იყო ერთადერთი, მინისტრთა კაბინეტში, რომელიც დამოუკიდებლად თამაშს ცდილობოდა და საერთაშორისო დონეზეც ისეთი კავშირები ჰქონდა, ამ დამოუკიდებელ თამაშში დასავლელი პარტნიორები აქტიურად ეხმარებოდნენ. რა თქმა უნდა, ახალი მინისტრი ახლა იმას გააკეთებს, რასაც პარტია უბრძანებს და პარტიის ნების გარეშე, ნაბიჯს არ გადადგამს. ახლა ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ ღარიბაშვილს ოცნების კაბინეტი ჰყავს და არავინ არის ისეთ, გვერდით გადახტომას რომ მოისურვებს. თუ უკვირდებით, ძველი მინისტრების (გომელაური, წულუკიანი) გარდა, არავინაა ისეთი, ფართო საზოგადოება რომ იცნობდეს და ძალაუნებურად, ბიძინა ივანიშვილის მიერ წლების წინ ნათქვამი სიტყვები გვახსენდება – „არ არის აუცილებელი, ყველა მოქალაქემ იცოდეს, ვინ რისი მინისტრია, ხალხი მინისტრებს სახეზეც არ უნდა ცნობდეს, მაათ თავის საქმე უნდა აკეთონ…“ მეორე და მთავარი ნაწილისა რა გითხრათ და პირველი პუნქტი კი ახდა –  ქუჩაში გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, ათიდან შესაძლოა ერთმაც კი არ იცოდეს, ვინ არის თეა ახვლედიანი ან ოთარ შამუგია…

 

სამაგიეროდ, გუნდის შიგნით, უფრო კონკრეტულად კი, პარლამენტარებს შორის დაძაბულობა კვლავ არსებობს. ბიზნეს-სფეროების გადანაწილება იმდენად აქტუალურია, რომ დეპუტატების ნაწილი საჩივლელად ირაკლი კობახიძესთან დარბის, ნაწილი ასევე ირაკლისთან, ოღონდ ღარიბაშვილთან. გარდა იმისა, რომ მონოპოლიზებულია ყველა სფერო, არის მიმართულებები, სადაც სწორედ მონოპოლიის მოპოვების გამო, ერთმანეთს ჩინოვნიკები არიან დარეული. მითუმეტეს ახლა, როცა ნათია თურნავას ფრთა ჩაიხსნა და ადგილები გამოთავისუფლდა.

მათზე პრეტენზია ლევან დავითაშვილის გუნდს აქვს, თუმცა დავითაშვილს არც სოფლის მეურნეობის მიმართულებები ეთმობა და დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეცაა. როგორც გვეუბნებიან, საქმე არ ეხება 1 და 2 მილიონს, საუბარი აათეულობით მილიონზეა და იმის ფონზე, როცა საქართველოში პროდუქტი ყოველდღიურად ძვირდება, შემომტანები საკმარისზე მეტს შოულობენ. ისიც გვითხრეს, ხელისუფლება (წინაც და მოქმედიც) შეგნებულად აფერხებს წარმოების განვითარებას, რადგან შემოტანილ საქონელზე ბევრად მეტი ფული კეთდება, ადგილობრივი ნაწარმი იმდენს არ ტოვებსო. ახლა რომ გითხრათ, ტყუილია ეს ყველაფერი თქო, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ვერც წინა, ვერც მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და ელემენტარულად, ვერ შეძლო ისეთი და იმ ოდენობის საწარმოების გახსნა, მოსახლეობის ერთ მეოთხედს მაინც, მუდმივი სამუშაო რომ ჰქონდეს. ოფიციალურ სამუშაოს ვინ ჩივის, წლიდან წლამდე მცირდება სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ მოქალაქეთა ოდენობა და… 2013 წელს, ახლადმოსულმა „ოცნებამ“ სოფლის მეურნეობაში არნახული ინვესტიცია განახორციელა, მიწები უფასოდ დაუხნა გლეხებს, საწვავის ვაუჩერი ცალკე აჩუქა და იმ წელს სოფლის მეურნეობის პროდუქცია იაფიც ღირდა და შემოტანილს სერიოზული კონკურენციაც გაუწია. აი, ამის მერე დაიწყო ამ მიმართულების შეფერხება და დღემდე ისეთი „ხელის მუხრუჭი“ აქვს ამოწეული, ჩაწევას ვერავინ ახერხებს. ეს პოლიტიკური პროცესებიც სწორედ რომ საჭირო დროს ირევა ხოლმე და აქცენტები, რომელიც ეკონომიკის მიმართულებით უნდა კეთდებოდეს, პოლიტიკოსების კინკლაობის დონემდე დადის და მოსახლეობაც აგერ უკვე მერამდენე წელია, სანახაობით კმაყოფილდება, ამ სანახაობის თანმდევი პური კი ყოველწლიურად იკლებს.

და ერთიც – რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი ამბობს, საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში კოღოები გამოჰყავთ, რომელსაც დაავადებები გადააქვს და ამ კოღოებს რუსეთის მხარეს უშვებენო. ბატონო იგორ, არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ლუგარის ლაბორატორიაში გამოჰყავთ სპეციალური კოღოები, რომლებსაც კორონა-ვირუსის საწინააღდეგო ვაქცინით ჭყიპავენ, მერე ეს კოღო კბენს ადამიანს და მორჩა, აცრილია. ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება ჯიუტად ამტკიცებს, წლის ბოლომდე მოსახლეობის 70%-ზე მეტი უნდა ავცრაო და ანტივაქსერებს მხოლოდ ამ მეთოდით თუ დაამარცხებენ. ანუ, სამკურნალო კოღოებია ეს, სამკურნალო.

თეგები: ირაკლი კობახიძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved