სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „იმედის“ მიერ მიკრობანკის შექმნის იდეას დადებითად აფასებს. მისი მტკიცებით, ნებისმიერი ბიზნესის დაწყება, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ლეგიტიმურია და თუ მსგავსი ბანკი შეიქმნება და მოქალაქეებს ანგარიშის გახსნა შეეძლებათ, თავადაც გახსნის ანგარიშს.
“იმედის” განცხადებაა და კომპანიამ უნდა განაცხადოს, ამასთან დაკავშირებით მე არაფრის თქმა არ შემიძლია. ჩვეულებრივად, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, შესაბამისი პირობების შემთხვევაში, ნებისმიერ ბიზნესს მისდიოს. თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და შესაძლებელი იქნება, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ჩემს ანგარიშს, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.














კომენტარები